კეთილი, თუნდაც ემსახურებოდეს, თავისუფალია, ბოროტი კი, თუნდაც მეფობდეს, მონაა, და ამასთან იმის მსგავსია, ვისაც ერთი ბატონი კი არ ჰყავს, არამედ იმდენი ღმერთი, რამდენიც ნაკლოვანება.
ჭეშმარიტად თავისუფალია ის, ვინც ქრისტესთვის ცხოვრობს: იგი ყველა უბედურებაზე მაღლა დგას, თუ იგი თავად არ მოისურვებს შეამთხვიოს საკუთარ თავს ბოროტება, მაშინ სხვა ამას ვერასდროს შეძლებს.
რისკენაც წარემართება დილით გონება, იმითაა დაკავებული მთელი დღე, როგორც წისქვილის ქვა, რომელიც მთელი დღის მანძილზე ატრიალებს იმას, რასაც მასში დილიდან ყრიან, იქნება ეს ხორბალი თუ - ღვარძლი. შევეცადოთ დილიდანვე ჩავყაროთ ხორბალი, რათ...
იხილეთ სრულად
რისკენაც წარემართება დილით გონება, იმითაა დაკავებული მთელი დღე, როგორც წისქვილის ქვა, რომელიც მთელი დღის მანძილზე ატრიალებს იმას, რასაც მასში დილიდან ყრიან, იქნება ეს ხორბალი თუ - ღვარძლი. შევეცადოთ დილიდანვე ჩავყაროთ ხორბალი, რათა მტერმა არ ჩაყაროს ღვარძლი.
ზიარების საიდუმლო, თუ მას მთელი სისრულით გავიაზრებთ, მარადიულობას მოიცავს: იმიტომ, რომ ეს წმიდა საიდუმლო ღვთის ყოვლადძლიერების, სიბრძნისა და ჩვენდამი სიყვარულის მწვერვალს წარმოადგენს.
ღმერთის უსაზღვრო სიყვარულის რაოდენ მიუწვდომელი სასწაული გაიხსნება ჩვენთვის ზიარების საიდუმლოს საშუალებით! – "ღმერთი, მთელი თავისი ყოვლისშემძლეობით, ვერ შეძლებდა მოეცა ჩვენთვის რაიმე, უფრო აღმატებული; მთელი თავისი სიბრძნითაც კი ვერ...
იხილეთ სრულად
ღმერთის უსაზღვრო სიყვარულის რაოდენ მიუწვდომელი სასწაული გაიხსნება ჩვენთვის ზიარების საიდუმლოს საშუალებით! – "ღმერთი, მთელი თავისი ყოვლისშემძლეობით, ვერ შეძლებდა მოეცა ჩვენთვის რაიმე, უფრო აღმატებული; მთელი თავისი სიბრძნითაც კი ვერ იპოვიდა რაიმეს უკეთესს და მთელი თავისი სიმდიდრის მიუხედავად, ვერც ექნებოდა რაიმე - ამაზე აღმატებული - ჩვენთვის მოსაძღვნელად" - ამბობდა ნეტარი ავგუსტინე.
მღვდელმოქმედებას, რომელზედაც ზიარების წმიდა საიდუმლო აღესრულება, ევქარისტია (სამადლობელი) ეწოდება განსაკუთრებულად იმიტომ, რომ ამ დროს უმეტესად მადლობის გრძნობით ვართ აღსავსენი, ვიდრე - ვედრების; რადგანაც აქ ჩვენ იმაზე მეტს ვიღებთ,...
იხილეთ სრულად
მღვდელმოქმედებას, რომელზედაც ზიარების წმიდა საიდუმლო აღესრულება, ევქარისტია (სამადლობელი) ეწოდება განსაკუთრებულად იმიტომ, რომ ამ დროს უმეტესად მადლობის გრძნობით ვართ აღსავსენი, ვიდრე - ვედრების; რადგანაც აქ ჩვენ იმაზე მეტს ვიღებთ, ვიდრე ვითხოვდით, და არც რჩება რაიმე, რასაც ზიარების საშუალებით არ გვაძლევს ღმერთი
ღმერთს რომ მთელი თავისი კაცთმოყვარებით ადამიანისთვის მიეცა ნება, რომ მას ეთხოვა ღვთისგან ყოველივე, რასაც მოინდომებდა და რის წარმოდგენასაც კი შესძლებდა, განა თუნდაც ასეთ ვითარებაში გაბედავდა ადამიანი, ეფიქრა იმაზე, რასაც მას ამჟამა...
იხილეთ სრულად
ღმერთს რომ მთელი თავისი კაცთმოყვარებით ადამიანისთვის მიეცა ნება, რომ მას ეთხოვა ღვთისგან ყოველივე, რასაც მოინდომებდა და რის წარმოდგენასაც კი შესძლებდა, განა თუნდაც ასეთ ვითარებაში გაბედავდა ადამიანი, ეფიქრა იმაზე, რასაც მას ამჟამად ზიარების საიდუმლოთი სთავაზობენ?!
ხვდები კი, ადამიანო, რაოდენ პატივის ღირსი გახდი? რაგვარი ტრაპეზით საზრდოობ? რასაც ძრწოლით უცქერენ ანგელოზები და მისგან გამომავალი ბრწყინვალების გამო თვალის გასწორებას ვერ ბედავენ, სწორედ ამით ვიკვებებით ჩვენ, მას ვეზიარებით და ვხდ...
იხილეთ სრულად
ხვდები კი, ადამიანო, რაოდენ პატივის ღირსი გახდი? რაგვარი ტრაპეზით საზრდოობ? რასაც ძრწოლით უცქერენ ანგელოზები და მისგან გამომავალი ბრწყინვალების გამო თვალის გასწორებას ვერ ბედავენ, სწორედ ამით ვიკვებებით ჩვენ, მას ვეზიარებით და ვხდებით ერთხორცი და ერთი სხეული ქრისტესი; "ვიდრე იტყოდის ძლიერებათა უფლისათა, სასმენელყვნეს ყოველი ქებულებანი მისნი?" (ფს. 105, 2).