უფალი თავის თავს გიცხადებს არა გონებამახვილობის, არამედ - გულის სიწმიდის მიხედვით: "ნეტარ არიან წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ" (მთ. 5, 8) - ბრძანა ღმერთკაცმა
ძალიან სახიფათოა, ღვთის შესახებ თქვა ის, რაც თავში მოგივა, რაც არ უნდა დიდ ჭეშმარიტებად გეჩვენებოდეს იგი. ღვთის შესახებ ჭეშმარიტი სიტყვა მხოლოდ ღვთის სიტყვაა.
იმისათვის, რომ ღვთის უმაღლესი შეცნობა მოიპოვოს, ადამიანი უეჭველად უნდა ვიდოდეს მისი გამოცხადების ნათელში, რათა, თავისი წარმოსახვის მიხედვით არ შეადგინოს უმაღლეს არსზე თავისებური წარმოდგენა, რომელიც უფლის დიდებასა და სიწმიდეს არ შე...
იხილეთ სრულად
იმისათვის, რომ ღვთის უმაღლესი შეცნობა მოიპოვოს, ადამიანი უეჭველად უნდა ვიდოდეს მისი გამოცხადების ნათელში, რათა, თავისი წარმოსახვის მიხედვით არ შეადგინოს უმაღლეს არსზე თავისებური წარმოდგენა, რომელიც უფლის დიდებასა და სიწმიდეს არ შეეფერება; და რათა ამის გამო მკაცრად არ დაისაჯოს, რაც თავად უფალმა უთხრა ცოდვილს: "ჰგონე უსჯულოებაი, ვითარმედ მეცა შენ გემსგავსო" (ფს. 49, 21)
თუკი მოსეს აკრძალული ჰქონდა აალებულ მაყვალს მიახლოებოდა, ვიდრე ფეხსაცმელს არ გაიხდიდა, მაშ, როგორ შეგიძლია შენ, მიუახლოვდე უფალს, თუ წინასწარ არ განთავისუფლდები გრძნობებზე მიჯაჭვულობისაგან?