უბედურება - ციტატები, გამონათქვამები
უბედურება - ციტატები, გამონათქვამები უბედურება, გამონათქვამები, ციტატები
ღმერთს სურს, რომ მისმა მეომრებმა და მიმბაძველებმა ღვთის სიყვარულისთვის არაფრად ჩააგდონ ყველაზე დიდი უბედურებაც კი და ამით ნამდვილი სიყვარული აჩვენონ. განსაცდელის დროს გამოჩნდება, თუ რამდენად უყვარს თითოეულ ადამიანს ღმერთი!
უბედურება, რომელსაც ვითმენთ, ვერ შეედრება ღვთისგან თავისი შვილებისთვის გამზადებულ საუკუნო ბედნიერებას. რომელი შვილებისთვის? ტანჯულთათვის, მწუხარეთათვის, ვნებულთათვის, ტვირთმძიმეთათვის და არა მათთვის, ვინც ახლა დროებით განცხრომაშია... იხილეთ სრულად
66. ცოდვილისათვის შეუძლებელია, მომავალ სამსჯავროს გადაურჩეს ამქვეყნიური ნებსითი მძიმე შრომისა, ან უნებლიე უბედურებით გამოწვეული ტანჯვის გარეშე.
46. კეთილგონიერი, ფიქრობს რა ღვთის განგების განმკურნებელ ძალაზე, მადლიერებით იტანს მასზე დამტყდარ უბედურებას, თავისი ცოდვების გარდა, სხვას არავის ადანაშაულებს მასში. ხოლო უგუნური, როცა სცოდავს და ამის გამო ისჯება, თავისი უბედურები... იხილეთ სრულად
ლოცვა არის მხსნელი კაცისა ყოველი განსაცდელისა და უბედურებისაგან, ლოცვა შრეტს ღვთის რისხვას და მის მადლს ჰფენს სოფელს. ამიტომაცაა ლოცვა ღვთის წყალობა კაცთა მიმართ.
ლოცვა შეიძლება მოულოდნელად იშვას, როდესაც უბედურება ისე აფხიზლებს ადამიანს, თითქოს ღრმა ძილში ჩაძირულს ვიღაცამ ხელი ჰკრაო. მწუხარება აღებს მისი გულის კარს ლოცვისათვის, ჩაქუჩის დარტყმებით ამსხვრევს ქვის კუბოდ ქცეულ მის გულს. კაცი ხ... იხილეთ სრულად
როდესაც თავს ბედნიერად ვგრძნობთ, ღმერთი ნაკლებად გვახსოვს, მისი სიტყვები დავიწყებას ეძლევა. მაგრამ საკმარისია უბედურება თავს დაგვატყდეს, რომ უმალ შევღაღადებთ ღმერთს და მას შემწეობას ვთხოვთ. უბედურების ჟამს ღვთის მცნებები თაფლზე უტ... იხილეთ სრულად
თითოეული ჩვენგანის ცხოვრება, ისევე როგორც წარსული ჩვენი ერისა, განსაცდელითაა სავსე. უფალი ადამიანს უგზავნის სხვადასხვა გასაჭირს, მწუხარებასა და უბედურებას, ათასგვარ სიძნელესა და დამცირებას, რათა მან ბოლოსდაბოლოს შეიცნოს თავი თვისი... იხილეთ სრულად
განარჩევენ უბედურ და ბედნიერ დღეებს, თუმცა ყოველი დღე უბედურია, თუ მას ატარებენ უღმრთოდ, რადგან ღმერთი გუშინ და დღეს იგივე არს უკუნისამდე. და ყოველი დღე ბედნიერია, თუ მას ვატარებთ ღმრთის მცნების თანახმად და მიმოვდივართ მის სინათლე... იხილეთ სრულად