წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ვიცნოთ, ძმანო, თავნი ჩვენნი; ნუ ვიქნებით პირმოთნენი ნურასოდეს, ნურცა თავთა წინაშე ჩვენთა, ნურცა წინაშე სხვათა, არამედ გულწრფელად აღუაროთ ღმერთსა ნაკლულევანებანი ჩვენნი. ვევედროთ ღმერთსა, რათა მადლითა თვისითა განაქარვოს და აღმოჰფხვრას ყოველი ფარისევლობა გულთა შინა ჩვენთა და მოგვცეს სული წრფელი და მართალი. ამინ. ვიცნოთ, ძმანო, თავნი ჩვენნი; ნუ ვიქნებით

ღმერთი მოწყალების თვალით უყურებს ყოველსა გულწრფელსა და ერთგულსა შესაწირავსა, რაც გინდა მწვლილი (მცირე) იყოს იგი, მაშასადამე ყოველსა ღვთისმოყვარესა კაცსა უნდა უყვარდეს შეწირვა ღვთისა და მსახურება ნაყოფისაგან თვისისა. ღმერთი მოწყალების თვალით უყურებს ყოველსა

კეთილი ხასიათი, განათლებული გონება, განწმედილი გული, მართალი და წრფელი სვლა, შიში ღვთისა და სიყვარული მოყვასისა – აჰა, რაი არს და რასა შინა მდგომარეობს ქრისტიანობა. კეთილი ხასიათი, განათლებული გონება

ესრეთნი არიან სამნი ბოროტნი თვისებანი ფარისევლისა, ესე იგი: ამპარტავნება, მოყვასის შეურაცხყოფა და პირში მოფერება ანუ მოტყუება. ესრეთნი არიან სამნი ბოროტნი თვისებანი

ხშირად მოხდება ისიც, რომ კაცს აქვს ერთი რომელიმე ცოდვა დაჩემებული და შეყვარებული; თუმცა ნანობს, მაგრამ არ შეუძლია იმ ცოდვის დატოვება. ნიშანი ჭეშმარიტისა სინანულისა ის არის, რომ კაცმა დატოვოს და მოიძულოს მისგან შეყვარებული და შეჩვეული ცოდვა. ხშირად მოხდება ისიც, რომ კაცს აქვს ერთი

მარხვა არის ძლიერი შემწე სინანულისა. უეჭველია, და ყოველს ბეჯითს ქრისტიანეს გამოუცდია, რომ მაძღარს კაცს, როდესაც სტომაქი სავსე აქვს საჭმლითა და სასმლითა, სრულიად არ შეუძლია არა თუ მონანება, არამედ უბრალო ლოცვის წართქმა გულმოდგინედ. მარხვა არის ძლიერი შემწე სინანულისა.

მარხვა მისთვის განაჩინა წმიდა ეკლესიამ, რომ უადვილესად გაგვიჩნდეს გულში სინანული, ესე იგი გულის მწუხარება და ტირილი ცოდვისთვის. მარხვა მისთვის განაჩინა წმიდა ეკლესიამ, რომ

შვილს უნდა ჰქონდეს მორჩილება, სიყვარული და მინდობილობა თავის დედ–მამასთან. იმას ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ თუ დედ–მამის კურთხევა არ არის მის თავზედ, იგი ბედნიერი არ იქმნება ქვეყანაზედ. დიდი ძალა აქვს და მოქმედება დედ–მამის ლოცვასა და კურთხევასა. შვილს უნდა ჰქონდეს მორჩილება, სიყვარული და

ღმერთი მისთვის უნდა გვიყვარდეს, რომელ ბუნება ჩვენი ღვთის სიყვარულითა შეიქმნება უმჯობეს და უმაღლეს. ღვთის სიყვარული განსწმედს გულსა კაცისასა, განანათლებს გონებასა მისსა. განამტკიცებს სულსა მისსა, გააბედნიერებს მას. ღმერთი მისთვის უნდა გვიყვარდეს, რომელ ბუნება

ღმერთმან თავისი მხრით ყოველივე აღასრულა და ყოველივე მოგვცა, რათა ჩვენ ვსცხონდეთ და ვიყვნეთ ბედნიერნი; აწ ჩვენზედ არის დამოკიდებული, თუ მივიღებთ მათ ყოველთა და კეთილად ვიხმართ ჩვენდა საცხოვნებლად. ღმერთმან თავისი მხრით ყოველივე აღასრულა და

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

1