სიმამაცე, სიმხნევე - ციტატები, გამონათქვამები

სიმამაცე, სიმხნევე - ციტატები, გამონათქვამები სიმამაცე, სიმხნევე, გამონათქვამები, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები


ქრისტე უხილავად აკვირდება თითოეულის ბრძოლას

ბრძოლაში სიმხნევეს ნუ დაკარგავთ. ქრისტე უხილავად აქ იმყოფება და თითოეულის ბრძოლას აკვირდება. ასე რომ, მოთმინებით იბრძოლეთ, მოუხმეთ იესოს სახელს, რომ ის თქვენს გულებში დაინერგოს და ღვთის მადლით გამდიდრდეთ. იღვაწეთ და განიწმინდეთ გონება, რომ წმინდა აღდგომის მადლი შეიგრძნოთ. ბრძოლაში სიმხნევეს ნუ დაკარგავთ. ქრისტე

სანამ ახალგაზრდები ვართ, განსაცდელები უნდა გავიაროთ, რადგან ახალგაზრდობა ადვილად მარცხდება; დროთა განმავლობაში ბრძოლა დაცხრება და სანუკვარი მშვიდობა მოვა. სიმხნევე და მოთმინება იქონიე. იმედს ნუ დაკარგავ, როგორც არ უნდა გებრძოდეს ვნებები. ღმერთს უყვარს ის, ვისაც თავს ესხმიან, ის კი იბრძვის. გამხნევდი და ილოცე ჩემთვის – ზარმაცის, უწმინდურის, უღირსისა და საძაგლისთვის! სანამ ახალგაზრდები ვართ, განსაცდელები უნდა

ზოგჯერ მოუთმენლობა, სასოწარკვეთა და უიმედობა ადამიანს ღვთის მადლს აკარგვინებს, ის კი ამას შეცდომით თავისი ტვირთის სიმძიმეს მიაწერს. ხოლო სიმხნევეს, თავგანწირვას, ვაჟკაცობასა და უფლისადმი რწმენას ღვთის მადლი მოაქვს. გისურვებ, ღმერთმა სულის ძარღვი განგიმტკიცოს, რომ ახალი ძალით იბრძოლო. ზოგჯერ მოუთმენლობა, სასოწარკვეთა და უიმედობა


ასე მოქცევა ძალას და სიხარულს შეგძენს ბრძოლაში!

გაიხსენე, მამებმა რა დაითმინეს, სხვები რომ ეცხონებინათ. ეს პატარა ამბავი არ არის. შენ სხვებს ეხმარები, ეშმაკი შენზე იყრის ჯავრს და ამიტომაც გაჭირვებს. ასე რომ, მოთმინება და სიმამაცე გიძღოდეს წინ და თქვი: „ამ ბრძოლაში მოვკვდები, ჩემს ძმებს რომ შევეწიო ცხონების საქმეში. ღმერთი არ დაუშვებს დავიღუპო, რადგან ამას მისი სიყვარულისთვის ვაკეთებ“.
ასე მოიქეცი და ნახავ, როგორ ძალასა და სიხარულს შეიძენ ბრძოლაში. გაიხსენე, მამებმა რა დაითმინეს, სხვები რომ

კეთილსურნელოვანი სიტყვები წარმოთქვი – ნუგეშის, სიმხნევისა და სასოების სიტყვები. კეთილსურნელოვანი სიტყვები წარმოთქვი –

სიმხნევე და სიმამაცე შვენით მებრძოლებს, როცა არა წარმავალი და ჭკნობადი, არამედ საუკუნო და უჭკნობი გვირგვინებისთვის იბრძვიან. სიმხნევე და სიმამაცე შვენით მებრძოლებს, როცა


სიმდაბლეს მოეჭიდე, ლოცვით შეიარაღდი, კითხვით განმტკიცდი

მაშ, წინ, შვილო! სიმამაცე იქონიე, გამხნევდი – უფალი ჩვენთანაა. სიმდაბლეს მოეჭიდე, ლოცვით შეიარაღდი, კითხვით განმტკიცდი, მამაცად ისწრაფოდე და უფალს შეჰღაღადე: „შენდამი ვსასოებ, უფალო, ნუ მარცხვენ, შენზე ვამყარებ იმედს!“ (ფსალმ. 24, 2) გაამხნევე შენი მმართველი გონება. მაშ, წინ, შვილო! სიმამაცე იქონიე, გამხნევდი –


თუ ამგვარი სიმამაცით საბრძოლველად მოემზადები

უმჯობესია ღვთისთვის სიკვდილი, ვიდრე უდებებითა და სინდისის ქენჯნით სიცოცხლე. და თუ ამგვარი ცოდნითა და სიმამაცით საბრძოლველად მოემზადება, ქვესკნელის ურჩხული, რომელიც თავისი მზაკვრობით მთელ მსოფლიოს შთანთქავს, გარკვეულ დრომდე უკან დაიხევს; არა იმიტომ, რომ ეშინია, არამედ ხედავს მებრძოლის საღვთო მოშურნეობას და არ სურს, მას გვირგვინების მოპოვების მიზეზად ექცეს. უმჯობესია ღვთისთვის სიკვდილი, ვიდრე უდებებითა


ის ჩვენს ჯარს დიდებული გამარჯვებისკენ მიუძღვის!

ნუ გეშინია, იბრძოლე, მხნეობითა და სიმამაცით აღიჭურვე. მხედართმთავრად იესო გვყავს. ის ჩვენს ჯარს დიდებული გამარჯვებისკენ მიუძღვის! ოდნავაც ნუ შეშინდები. შიში ბოროტისგანაა, რომ განგვაიარაღოს და დაგვატყვეოს. სასოებდე მას, რომელმაც თქვა: „არა დაგიტეო, არცა დაგაგდო შენ“ (ებრ. 13, 5). ჩვენს ძალებზე აღმატებულ განსაცდელს ის არ დაუშვებს. ნუ გეშინია, იბრძოლე, მხნეობითა და სიმამაცით


სულიერ ომში სხვაგვარადაა

შენს მეორე წერილში ძველი აღთქმიდან იხსენებ ადგილს, სადაც წერია, მხდალნი საომრად ნუ გამოვლენო (რჯლ. 20, 8). დიახ, ფიზიკური ომის შემთხვევაში ეს მართლაც ასეა, რადგან ლაჩრებს შეუძლიათ ბრძოლა წააგებინონ მამაცებს. მაგრამ სულიერ ომში სხვაგვარადაა, აქ მხდალნი მამაცთა და გამოცდილთაგან გამხნევდებიან. შენს მეორე წერილში ძველი აღთქმიდან იხსენებ

სიმამაცე, სიმხნევე, გამონათქვამები, ციტატები

2