ბიბლია - ციტატები, გამონათქვამები

ბიბლია - ციტატები, გამონათქვამები ბიბლია, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

საღვთო წერილს საკითხავად რომ ჩაუჯდები, უპირველესად მოუწოდე უფალს, რათა განაღოს შენი გულის თვალი იმისათვის, რომ არა მხოლოდ გაიგო დაწერილი, არამედ აღასრულო კიდეც იგი, ვინაიდან ის, ვინც კითხულობს და ასე არ იქმს, საღვთო წერილის მოძულეა საღვთო წერილს საკითხავად რომ ჩაუჯდები

რაც წმიდა წერილშია ნათქვამი, ნათქვამია არა იმიტომ, რომ ჩვენ (მხოლოდ) ვიცოდეთ იგი, არამედ იმიტომ, რომ აღვასრულოთ რაც წმიდა წერილშია ნათქვამი, ნათქვამია არა

ჩვენ ისე უნდა ვიფიქროთ, როგორც წმინდა წერილი ამბობს, და არ ვაიძულოთ იგი, ილაპარაკოს ისე, როგორც ჩვენ ვფიქრობთ. ჩვენ ისე უნდა ვიფიქროთ, როგორც წმინდა წერილი

იმისდა მიხედვით, თუ როგორ ესმის წმიდა წერილი, შესაძლებელია დავინახოთ, თუ როგორია თავად ადამიანი და როგორი გახდა იგი. მისი აღქმა შეესაბამება იმ დონეს, რომელზეც იგი იმყოფება. თუ ჯერ კიდევ ბუნებრივ ცხოვრებას ეწევა, წმიდა წერილში იგი მხოლოდ ბუნებრივ საგნებს პოულობს. როცა იგი თავად ამაღლდება, წერილის სიტყვები მისთვის უფრო ამაღლებულია. საერთოდ, რაც უფრო მაღლა დგას იგი, მით უფრო ამაღლებულ საიდუმლოებებს აღმოაჩენს ღვთის სიტყვაში. იმისდა მიხედვით, თუ როგორ ესმის წმიდა წერილი

ვისაც ბიბლია აქვს, იგი მას დიდ სარგებლობას მოუტანს და უდიდეს ნუგეშს მიანიჭებს. ხშირად ამ წმიდა წიგნისკენ მიმართული მხოლოდ ერთი მზერაც კი ცოდვის ჩადენის სურვილს გვიქარწყლებს ვისაც ბიბლია აქვს, იგი მას დიდ სარგებლობას

ბიბლიას გონება მიწიერიდან სულიერისკენ გადაჰყავს ბიბლიას გონება მიწიერიდან სულიერისკენ

ყველას ვურჩევ, შეიძინოს ბიბლია, ან უკიდურეს შემთხვევაში, ახალი აღთქმა! ეს წიგნები ყოველთვის თქვენს განსწავლას წაადგება ყველას ვურჩევ, შეიძინოს ბიბლია, ან უკიდურეს

როგორც ბუნებრივი შუქის ნაკლებობისას ადამიანი ვერ ივლის საჭირო გზით, ასევე საღმრთო წერილის სხივით გაუნათლებელი ადამიანი იძულებულია, განუწყვეტლივ შესცოდოს ბევრ რამეში, ვინაიდან ღრმა უკუნეთში დახეტიალობს. როგორც ბუნებრივი შუქის ნაკლებობისას ადამიანი

წმიდა წერილი ყოველი ჩვენთაგანისთვის უნდა იყოს სახელმძღვანელო და უპირველესი სამაგიდო წიგნი მთელი ცხოვრების განმავლობაში წმიდა წერილი ყოველი ჩვენთაგანისთვის უნდა იყოს

ფერფლისგანაა შენი გული, ფერფლისგანაა ის ქაღალდიც, რომელზეც ბიბლიაა დაწერილი. მაგრამ ცხოველმყოფელი სულიწმდა წერდა ამ ფერფლზე. ამიტომაც ერთი ეპისტოლე მიემართება მეორეს, პირველი განმარტავს მეორეს, მეორე კი – პირველს. როდესაც სამყარო თავისი ვნებებით ერთს დაწვავს, მაშინ მეორეც ხანძრის საშიშროების წინაშე დგება. ფერფლისგანაა შენი გული, ის ქაღალდიც, რომელზეც

ბიბლია, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები

2