ღვთის იმედი - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის იმედი - ციტატები, გამონათქვამები ღვთის იმედი, გამონათქვამები, ციტატები
რწმენა და იმედი მხოლოდ წუთისოფლის საგზალია და ბოროტთან ბრძოლისთვის ჩვენი ღვთაებრივი საჭურველი. მათგან განსხვავებით სიყვარული სულის მარადიული თვისებაა. ეს გრძნობა ღვთაებრივი მადლის განსაკუთრებული გამოვლინებაა, რადგან როგორც მოციქულ... იხილეთ სრულად
იმედი ის მადლია, რაც ძალას აძლევს ადამიანს მიწიერი ყოფის განსაცდელთა დასაძლევად და ღმერთამდე ასამაღლებლად.
მაცხოვრის აღდგომის დღესასწაული არის საფუძველი ჩვენი სარწმუნოებისა, იმედი ჩვენი მომავლისა, ჩვენი ერის გადარჩენისა.
ეცადეთ, უფლის სასოება არ დაკარგოთ როგორც ყველაზე მძიმე წუთებში, ისე მაშინაც, როცა სიხარულით იქნებით აღვსილნი.
მხოლოდ უფალს შეუძლია მოგვანიჭოს სულის სიმშვიდე და სასოება, მხოლოდ მას ძალუძს დააცხროს ჩვენი აბორგებული გული და შინაგანი სამყარო.
ეს დღესასწაული აღმატებულია ნებისმიერ განსაცდელზე, ჰმეტობს თითოეული ჩვენგანის ტკივილს და იმედით გვავსებს.