ვნებები - ციტატები, გამონათქვამები
ვნებები - ციტატები, გამონათქვამები ვნებები, გამონათქვამები, ციტატები
ცოდვა, ვნება, - ეს ჩვენი სულის დაჩირქებული, გახრწნილი ზედნადებია, რომელიც უნდა მოვიკვეთოთ სინანულით, აღსარებითა და ზიარებით (ასევე სხვა საეკლესიო საიდუმლოთა აღსრულებით).
ადამიანს ისე არაფერი შეეწევა ვნებებთან ბრძოლასა და მათ დამარცხებაში, როგორც განუწყვეტელი გონიერი ლოცვა.
ლოცვა რამდენადაც გვაერთიანებს ქრისტესთან, იმდენად განგვაშორებს ეშმაკს და არა მარტო ეშმაკს, არამედ ამსოფლიურ ბრძნობასაც, რომელიც ვნებების მშობელი და ხელის შემწყობია.
ლოცვაში წარმატებასთან ერთად ვნებების სიმძიმეც შემსუბუქდება. დროთა განმავლობაში გულისსიტყვები, ფარული გულისსიტყვები გაქრება და ჩვენი გული ბავშვის უმანკო გულივით გახდება.