გონება - ციტატები, გამონათქვამები
უნდა ვიღონოთ ყველაფერი, რომ გონება და გული არ დატყვევდეს, არ განიარაღდეს. გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორც კი სულიერი გველი შხამს მიმოაფრქვევს, შორიდანვე უნდა გავფრთხილდეთ, სანამ ჩვენამდე მოაღწევდეს და გონებასა და სულს მოგვიშხამ... იხილეთ სრულად
შვილო, რადგან ისეთ გარემოცვაში იმყოფები, რომელიც, შესაძლოა, სხვადასხვაგვარი ცოდვის მიზეზი გახდეს, გაუფრთხილდი შენს გრძნობებს, განსაკუთრებით, გონებას – მმართველს, „უსირცხვილო ფრინველს“, – როგორც მას აბბა ისააკი უწოდებს. გონება მოყვ... იხილეთ სრულად
თქვენი გონება სულიერი საქმიანობით დააკავეთ, ნუ აძლევთ მას აქეთ-იქით ხეტიალის უფლებას.
გონება მუდმივად სულისთვის სასარგებლო აზრებით უნდა იყოს დაკავებული, რომ მზაკვარ ეშმაკს თავისუფლება არ მივცეთ, ათასი ცოდვილი აზრი მოგვიტანოს, რაც შებილწავს ჩვენს სულს და ღვთის წინაშე უწმინდურებად და დამნაშავეებად გვაქცევს.
ფრთხილად იყავი, გონებამ აქეთ-იქით არ იხეტიალოს, არამედ მტკიცედ დაუკავშირე ის ქრისტეს სახელს. ისე ევედრე, თითქოს წინ გედგას უფალი, სულიერი ტკივილით უხმე მის სახელს და ნახავ, როგორ სარგებელს მიიღებ.
მარხვა მხოლოდ საკვებისგან თავის შეკავება კი არ არის, უმთავრესად საცნობელთა მკაცრი დაცვაა. როცა საცნობელი გარედან საზრდოობს, ის გონებასა და გულში შესაბამის შხამს ავრცელებს, რის გამოც საბრალო სული ღვთისთვის კვდება.
არსებობს ბრძოლები, რომლებიც ადამიანმა იცის და ამიტომ გაურბის, მაგრამ არსებობს ისეთებიც, რომლებიც არ იცის, რადგან შერკინება გონებაში ხდება და არ არის ადვილი, კაცმა შეამჩნიოს სამშვინველში ცვლილება, გონების მოძრაობა, სხეულის სნეულება... იხილეთ სრულად
ჩვენი ბუნება თიხისაა, მიწას ესწრაფვის და ყოველივე საძაგელს ეძიებს; ვიცით, რომ ადამიანის გონება სიყრმიდანვე ბოროტებისკენ არის მიდრეკილი. „რამეთუ შეყოფილ არს მომგონებელობა კაცისა მოსწრაფებით ბოროტთა და სიჭაბუკითგან მისით" (დაბ. 8. 2... იხილეთ სრულად