ცილისწამება - ციტატები, გამონათქვამები
ცილისწამება - ციტატები, გამონათქვამები ცილისწამება, გამონათქვამები, ციტატები
55. თუ სიყვარულმა "მოყვასსა თვისსა ბოროტი არა უყვის" (რომ. 13,10), მაშინ ძმის მოშურნე, მისი დიდებით დამწუხრებული, ანდა ბოროტი სიტყვით მისი სახელის შემბღალავი, მისი ბოროტად ცილისმწამებელი, განა არ ხდის თავის თავს სიყვარულისათვის უც... იხილეთ სრულად
ცილისმწამებლის ენა მსგავსია გველის შხამისა. უმჯობესიც კია გველისა და მორიელის გვერდით ცხოვრება, ვიდრე ცილისმწამებელთან ახლო ყოფნა, რადგანაც იგი თავისი სენით სხვასაც აავადებს და ისინი ერთად განიკითხებიან ღვთის სამსჯავროზე.
არა-ცილი სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა. ეს მცნება ჩვენგან მოითხოვს სიმართლის გზით სვლას. მძიმე ცოდვად ითვლება: ცრუმოწმეობა, ცილისწამება, დაბეზღება, მოძმის განკითხვა...
ქურდბაცაცაზედ უარესნი არიან ისინი, ვინც იმოდენად ხელს იღებენ თავზედ, რომ ცილისწამებით, ხმების დაყრით, ჩუმად და იდუმალად უბღალავენ თავის მოპირისპირეს პატიოსნებას და ნამუსსა. რაკი ჯავრი ვისზედმე ჩაიდეს გულში, მაშინ იმათთვის მოსარიდე... იხილეთ სრულად
ვინც ცილისმწამებელთან ან უგუნურთან საუბრობს და მასთან ურთიერთგაგებას ცდილობს, თავისთავად ამჟღავნებს, რომ მასშიაც ყველაფერი რიგზე ვერ არის, რადგან ავზნიანი კაცი უგუნურზე უარესია, რამეთუ მისი გონება ბოროტებითა და ეგოიზმითაა დაბნელებ... იხილეთ სრულად