სიწმინდე, უბიწოება, უმანკოება - ციტატები, გამონათქვამები
სიწმინდე, უბიწოება, უმანკოება - ციტატები, გამონათქვამები სიწმინდე, უბიწოება, უმანკოება
გზა განწმედისა და განთავისუფლებისა რთულია და ძნელი. ბოროტის დათრგუნვა - ცოდვის საკრველთაგან თავის დახსნა შესაძლებელია მხოლოდ ჩვენი ძალების უკიდურესი დაძაბვით. ამ დროს პიროვნებამ სრულად უნდა გამოავლინოს უფლის მიერ მიმადლებული ნიჭი,... იხილეთ სრულად
ადამიანში უნდა გაჩნდეს სულიერი განწმენდის მძაფრი სურვილი, გამოწვეული შინაგანი დაუოკებელი მოთხოვნილებით და არა შიშის მიზეზით ანდა ჯილდოს იმედით. თუ ჩვენს მოქმედებას ჯილდო ან სასჯელი განსაზღვრავს, ეს მეტყველებს ზნეობის დაბალ დონეზე.
ქვეყნად სიკეთისა და სიწმიდის აქტიური გამოვლინება თავისი სულიერი ნათების გამო ყოველთვის ბოროტების გაღიზიანებას იწვევს: რაც არ უნდა უწყინარი და ჩუმი იყოს ღვთის ეს მადლი, სიძულვილი ბოროტების მხრიდან მაინც იზრდება.
ყოველი წუთი გვაახლოებს იმ მიჯნას, როდესაც ჩვენ წუთისოფლიდან მარადიულობაში უნდა გადავინაცვლოთ, და ვიდრე დროისა და უსასრულობის ამ ზღვარს მივაღწევდეთ, უნდა მოვასწროთ განწმენდა, სულიწმიდის მადლით შემოსვა, ცხოვრებაში ჩვენი ადგილის პოვნ... იხილეთ სრულად
ვისწავლოთ იმ გზებით სიარული, რომელიც ნამდვილ ბედნიერებასა და სიყვარულს გვაზიარებს და რწმენით, ჭეშმარიტებით, სიწმინდით, სიკეთითა და სიხარულით აღგვავსებს.
განწმედილი და განსპეტაკებული სხეული იმდენად მშვენიერი და სათნოა, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტეს განხორციელების შემდეგ იგი წმიდა სამების სიდიადეში დაემკვიდრა.
როცა ხორცს ვთრგუნავთ, ამით სხეულს კი არ ვგვემთ, არამედ ვებრძვით მასში ცოდვის გამო დაბუდებულ ბოროტ ვნებებს. თავისთავად კი განწმედილი და განსპეტაკებული სხეული იმდენად მშვენიერი და სათნოა, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტეს განხორციელების ... იხილეთ სრულად