ღვინო - ციტატები, გამონათქვამები
ღვინო - ციტატები, გამონათქვამები ღვინო, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ღვინო ყველაზე დიდი პროფესორია, კარგი ქირურგივით უმტკივნეულოდ გაგიხსნის გულს და სიყვარული შემოაქვსო. დიდ სიწმინდეს დიდი უძლურება მოსდევსო.
პავლე მოციქული ამბობს, - სულ წყალს ნუ სვამ, კაცო, სტომაქისთვის ცოტა ღვინო იხმიეო, - ხომ არ ვეურჩები? წინათ წმიდა მამები ისეთ უცნაურ საქმეებს მოიმოქმედებდნენ, გაგიკვირდებოდა, თანაც ხშირად ღვინოს ირჩევდნენ თავის დასატანჯად და დასამდ... იხილეთ სრულად
ერთ ბერს აღთქმა ჰქონდა დადებული, რომ ღვინო საერთოდ არ დაელია. აღთქმის დაღღვევა კი ღვთის წინაშე ძალიან დიდი ცოდვაა. ერთხელ ბერი ავაზაკებმა ტყეში შეიპყრეს და უბრძანეს: აბა ბერო, ჩქარა ღვინო დალია, თორემ სულს ამოგართმევო. გაიფიქრა, -... იხილეთ სრულად
35. ღვინოსა მცირედ სუემდი; რამეთუ რაოდენ შემოკლდეს, ესოდენ ქველისმოქმედ ექმნების მსუმელთა
არა თუ იმ უკიდრეს ზომამდე არ მიხვიდე ღვინის სმაში, რომ სრულიად ჭკუა და გონება დაჰკარგო და აღარ იცოდე რას სჩადიხარ, არამედ მომეტებული, ესე იგი, რაც საჭირო არ არის, იმაზე მეტი ღვინო არ დაჰლიო. „ნუ დასთვრები ღვინითა, რომელსა შინა არს... იხილეთ სრულად
ნუ აავსებ ღვინითა მუცელს, თორემ მისი ორთქლი მუცლიდან თავში აგივარდება, ტვინს დაგიბნელებს, ჭკუას ჩამოგართმევს, ეშმაკის ხელში ჩაგაგდებს და მტრის სათამაშოდ გაგხდის.
ზომიერი ხმარება ღვინისა, სიმრთელეა კაცისათვის. არც ღმერთი აღგვიკრძაავს. უზომო ხმარება თავის თავად ცოდვაა და სხვა ცოდვის მიმზიდველი.
ყურძენი და ღვინო ღმერთმა გააჩინა და მოგვცა, რომ ვიხმაროთ იგი ჩვენდა სასარგებლოთ და სასიამოვნოდ. ვინც ზომიერად ხმარობს ღვინოს, მისთვის იგი არის ღვთის ნიჭი და წყალობა, ვინც უზომოდ მიეჩვია მის ხმარებას, ვინც დაემორჩილა მას ისე, რომ ვ... იხილეთ სრულად