უთანასწორობაში მეტი სიბრძნეა, ვიდრე თანასწორობაში. ყველაფრის გათანაბრება შემოქმედებითი აღმაფრენის დაკნინებაა. ცხოვრება უთანასწორობაზეა დაფუძნებული.
უთანასწორობაში მეტი სიბრძნეა, ვიდრე თანასწორობაში. ყველაფრის გათანაბრება შემოქმედებითი აღმაფრენის დაკნინებაა. ცხოვრება უთანასწორობაზეა დაფუძნებული.
ცხოვრება საინტერესოა ვიდრე გამარჯვებისკენ მივილტვით. სადაც სიტყვა გამარჯვება არსებობს, იქ სიტყვა "უთანასწორობაც" უნდა არსებობდეს.
ქრისტიანობა ადამიანთაგან, დემონებისგან და სიკვდილისგან თავისუფლებას ნიშნავს.
ყოველგვარი სიცრუის შემდეგ იშვება ქრისტე, ვითარცა მზე სიმართლისა. ტირანიის, უკუნი სიბნელის შემდეგ იშვება ქრისტე, ვითარცა მზე თავისუფლებისა. სიკვდილის წინაშე დაუძლეველი შიშის შემდეგ იშვება ქრისტე, ვითარცა მზე სიცოცხლისა. იხილეთ სრულად
მართლმადიდებლობა თავისუფლების რელიგიაა. თავისუფლება დესპოტიზმისგან. დესპოტიზმი კი სამგვარია: როდესაც ადამიანი ადამიანზე ბატონობს, როდესაც ადამიანზე ნივთები ბატონობენ და როდესაც ადამიანი საკუთარ თავზე თავად ბატონობს.
ჭეშმარიტებას და თავისუფლებას სიმშვიდე მოაქვს, მშვიდობის მატარებელი სული კი სიხარულს ასხივებს.
ვინც მისდევს რწმენის, მსხვერპლად შეწირული სიყვარულისა და თავდადების გზას, შეუძლია პავლე მოციქულის მსგავსად თქვას: "ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ჩემთანა ცხოველ არს ქრისტე". დიახ, ქრისტეა მასთან და სწორედ ამაში პოვებს იგი აბსოლუტურ ... იხილეთ სრულად
ბერტოლ ბრეჰტი "მკითხველთან ჭკვიანური საუბრის ხელოვნებას" განასხვავებდა "რიტორიკული დიდაქტიკისაგან". "ჭკვიანური საუბრის ხელოვნება" მკითხვვლს აძლევს თავისუფლებას, ავტორთან ერთად იმსჯელოს, მრავალ საკითხში არც დაეთანხმოს მას; აღძრავს ... იხილეთ სრულად
მორწმუნისათვის სიკვდილის საიდუმლო იგივე თავისუფლების, მარადიული სიყვარულის საიდუმლოა.
ადვილი არ არის სწორად ცხოვრება. მაგრამ, "რაც არ უნდა ძნელი იყოს ჭეშმარიტებისაკენ მიმავალი გზა, მას ყოველთვის მოაქვს შვება და თავისუფლება". ფილოსოფოსები ამბობენ, რომ ჭეშმარიტება მსგავსია სინათლისა, რომელიც ავადმყოფ თვალებს აღიზიანე... იხილეთ სრულად