ღმრთისმშობელი - ციტატები, გამონათქვამები
ღმრთისმშობელი - ციტატები, გამონათქვამები ღმრთისმშობელი, გამონათქვამები, ციტატები
ზეციერი მამა ქალწულია, მისი ძე – უფალი ჩვენი იესო – ქალწული, ქრისტეს საყვარელი მოწაფე იოანე – ქალწული, მაგრამ რა ადგილი მივუჩინო ქალწულ მარიამს, ჩვენს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, რომელიც მებრძოლ ქალწულთა მცველი ზღუდეა?!
მთელი გულით გისურვებ, რომ შენში ღვთაებრივი ტრფიალებით ღვთისადმი ლტოლვა დაუცხრომელი გახდეს და ამით ფრთაშესხმულმა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეოხებით, რომელიც აქაურობის" იღუმენიაა, ანგელოზთასწორ მშვენიერებას მიაღწიო. ამინ. იყავნ.
ოჰ, ჩვენო ტკბილო დედიკო, ნეტავ შენს წიაღში დავლიოთ სული! სხვა არაფერი გვინდა, ტკბილო დედაო, ოღონდ საღმრთო წადილის შენდამი ცეცხლოვანი სიყვარულის აღტკინების დროს გარდავიცვალოთ; როდესაც ჩვენს სულს ალი მოედება და გონება დაცხრება, და ა... იხილეთ სრულად
მადლობა გადავუხადოთ ღმერთს, მარადის და ყოველთვის, იმისთვის, რომ მუდამ ზრუნავს ჩვენზე და გვკვებავს სულიერადაც და ხორციელადაც, თავის ტკბილ დედიკოსთან ერთად, რომელიც ჩვენი სულების ერთადერთი სუნთქვა და სიცოცხლეა.