ღმერთზე მინდობა - ციტატები, გამონათქვამები
ღმერთზე მინდობა - ციტატები, გამონათქვამები ღმერთზე მინდობა, გამონათქვამები, ციტატები
თუ ჭეშმარიტი რწმენით, სასოებითა და სიყვარულით შევიმოსებით და მივენდობით უფალს, ყველანაირ განსაცდელს გავუძლებთ და გავიმარჯვებთ.
არ შეგეშინდეთ განსაცდელისა, მთავარია, თქვენი თავისუფალი ნება, თქვენი სუფთა გული და გონება მიანდოთ უფალს და ირწმუნოთ, რომ ღმერთი იმაზე დიდ ტვირთს არ მოგცემთ, რის ტარებასაც ვერ შეძლებთ. თქვენი ყველაზე დიდი მიღწევა სწორედ ცხოვრებისეუ... იხილეთ სრულად
გამხნევდით! როდესაც სულიერი სითბო მოგაკლდებათ, შიშით და ძრწოლით შეუვრდით ღმერთს და ყველანაირად ეცადეთ მის აღდგენას. ყველაფერი მისგანაა, ხანდახან მოწყინება, სევდა, სულის და სხეულის სიმძიმე გეწვევათ, შესაძლოა დიდი ხნითაც, მაგრამ სიმ... იხილეთ სრულად
გონების თვალი არ მოაშოროთ გულს. ყველაფერი, რაც იქიდან გამოდი, მაშინვე შეისწავლეთ: თუ კარგია - დაე იცოცხლოს; თუ ცუდია - მოკვდეს. ისწავლეთ საკუთარი თავის შეცნობა. რომელი აზრიც გულიდან ხშირად გამოდის, ის ვნება ძლიერია; სწორედ, მის წი... იხილეთ სრულად
უძლეველი ძალი აქვს სიტყვასა ღვთისასა. იგი არს ცხოველი და ძლიერი, იგი მისწვდება განსაყოფელადმე სამშვინველისა სულისა, ძვალთა და ტვინთა, იგი განიკითხავს გონებასა და ზრახვასა კაცისასა; მაშასადამე, მას შეუძლია გამოცვლა და გაუმჯობესება ... იხილეთ სრულად
833. მისივე თხოვნა დიდი ბერისადმი: მეუფეო! მე არ ვეწინააღმდეგები იმას, რასაც შენ მიბრძანებ; მაგრამ ილოცე ჩემთვის, რომ ღმერთი შემეწიოს და დამიფაროს წინააღმდგომი განსაცდელებისაგან
751. აზრი საჭირო სახსრების უკმარისობას წარმომიდგენს და ჩამაგონებს, რომ სახლეულობის გამოკვებას ვერ შევძლებ და ამის გამო სევდა მაწვება. რას ნიშნავს ეს?
692. კალია ყანებს მინადგურებს და თუ გავდევნი, მეზობლებთან დავა მომიწევს, ხოლო თუ დავტოვებ, დავზარალდები. როგორ მოვიქცე?
579. რაღაც დროის გასვლის შემდეგ, საერთო საცხოვრებლის იღუმენმა, აბბა სერიდმა, რომელიც ღვთის წინაშე წარსადგომად ემზადებოდა, უპირატესობის მიხედვით ძმებიდან თავის საქმის გამგრძელებლები დაადგინა, არა ისე, რომ ყველას ერთად ემართა მონასტერი, რამეთუ ეს არეულობას გამოიწვევდა, არამედ თანმიმდევრობით, ჯერ პირველს, უპირატესობის მიხედვით, მისი აღსრულების შემდეგ მეორეს, და ასე, რიგის მიხედვით. ყველაზე ბოლოს კი მან ქრისტესმოყვარე ძმა ემელიანე ჩაწერა, რომ ყველას შემდეგ მასაც, თუ ბერი გახდებოდა, ეს საქმე გაეგრძელებინა. ძმამ კი არ იცოდა ეს. ამ ანდერძის შემდეგ, როდესაც აბბა ღმერთს წარუდგა, ძმათაგან უფროსმა, ვისაც რიგის მიხედვით საერთო საცხოვრებლის მართვა უნდა ეტვირთა, ფრიადი სიმდაბლის და მორიდებული ხასიათის გამო უარი განაცხადა და რიგის მიხედვით ყველა სხვა ძმამ მის მაგალითს მიბაძა. ამასობაში, ამ ქრისტესმოყვარე ძმას, ემელიანეს, ეშმაკის მცდელობით ქვეყნის აღსასრულსა და მონასტრის წევრებზე თითქოსდა მოსალოდნელ უბედურებათა გამო და ასევე საუკუნო სატანჯველებზე, წუხილი დაეწყო. აზრებისაგან დამძიმებულს, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნის საშიშროება ელოდა, ამიტომ შეკითხვა გაუგზავნა აბბა იოანეს და სთხოვა, რომ ელოცა და მანუგეშებელი სიტყვა ეთქვა მისთვის. მან კი მას ქვემოთ მოყვანილი პასუხი მისწერა, რომელშიც უფრო მეტად მორჩილებას შეაგონებდა, რამეთუ, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, განზრახული ჰქონდა მისთვის საერთო საცხოვრებლის მართვა ჩაებარებინა იხილეთ სრულად