სიჭაბუკე არ ივიწყებს თავის ბუნებრივ კანონებს. ამიტომ ის ღვთის ტაძრის (1 კო...
იხილეთ სრულად
სიჭაბუკე არ ივიწყებს თავის ბუნებრივ კანონებს. ამიტომ ის ღვთის ტაძრის (1 კორ. 3, 16), ციხე-სიმაგრის წინააღმდეგ ბილწ გულისსიტყვათა აზვირთებულ ტალღებს მიმართავს, რომ პირუტყვულ გულისსიტყვათა და უწმინდურობათა ბუნაგად აქციოს.გაექეცით ბილწ წარმოდგენებს. ბაბილონური გულისსიტყვები გაანადგურეთ და სულის მახვილით, ლოცვით მოაკვდინეთ, რომ კურთხეულ იყოთ იმ დღეს, როცა ადამიანთა დაფარული გაცხადდება.
link
საუკეთესო წამალი ასეთი გულისსიტყვების სრული უგულებელყოფაა
გულისსიტყვების მიზანია, სასოწარკვეთილებამდე მიგიყვანოს
ახალგაზრდობაში ადამიანს შეუძლებელია არ შეებრძოლოს ბილწი გულისსიტყვები და წარმოდგენები. საჭიროა მაშინვე განაგდოს ისინი, იმეოროს იესოს ლოცვა და გულისსიტყვები განეშორებიან, თუმცა ისევ მოვლენ. ადამიანი მათ ისევ განაგდებს ლოცვითა და მღ...
იხილეთ სრულად
ახალგაზრდობაში ადამიანს შეუძლებელია არ შეებრძოლოს ბილწი გულისსიტყვები და წარმოდგენები. საჭიროა მაშინვე განაგდოს ისინი, იმეოროს იესოს ლოცვა და გულისსიტყვები განეშორებიან, თუმცა ისევ მოვლენ. ადამიანი მათ ისევ განაგდებს ლოცვითა და მღვიძარებით ანუ გონების სიფხიზლითა და ყურადღებით.
link
ბოროტი გულის სიტყვები და ბილწი წარმოდგენები გამოჩენისთანავე განდევნეთ, რადგან ისინი გონებასა და გულში დაყოვნებით რთულ მდგომარეობას ქმნიან. ხოლო როცა უხამს წარმოსახვას და მისგან გამოწვეულ ბილწ გულისსიტყვას თავიდანვე სიფრთხილით მოვე...
იხილეთ სრულად
ბოროტი გულის სიტყვები და ბილწი წარმოდგენები გამოჩენისთანავე განდევნეთ, რადგან ისინი გონებასა და გულში დაყოვნებით რთულ მდგომარეობას ქმნიან. ხოლო როცა უხამს წარმოსახვას და მისგან გამოწვეულ ბილწ გულისსიტყვას თავიდანვე სიფრთხილით მოვეკიდებით, სიმშვიდეს შევინარჩუნებთ და განვიცდით მორალურ კმაყოფილებას, რაც სიწმინდეს მოაქვს.
link
ძალიან უფრთხილდი ბილწ წარმოდგენებს
რაც შეეხება უხამს გულისსიტყვებს, ისინი სულის წარმოსახვითი ნაწილიდან მომდინარეობს და გვაგონდება ის სახეები, საგნები, საქმეები, რომლებიც ხუთმა საცნობელმა შეკრიბა და წარმოსახვის საცავში გადაიტანა. ხელსაყრელ დროს ეშმაკი წარმოსახვაში წ...
იხილეთ სრულად
რაც შეეხება უხამს გულისსიტყვებს, ისინი სულის წარმოსახვითი ნაწილიდან მომდინარეობს და გვაგონდება ის სახეები, საგნები, საქმეები, რომლებიც ხუთმა საცნობელმა შეკრიბა და წარმოსახვის საცავში გადაიტანა. ხელსაყრელ დროს ეშმაკი წარმოსახვაში წარმოგვიდგენს სახეებს, საგნებს, გვახსენებს სიმღერებს და ა. შ., რაც გრძნობებმა დააგროვა და ვნებიან გულისსიტყვებს აღძრავს, რომ ღვთის ქალაქი – გული – ააოხროს და შებილწოს.
link
ცეცხლივით გაექეცი ასეთ გულისსიტყვებს
უხამსი გულისსიტყვები მოსვლისთანავე განდევნე; შიგნით ნუ დაიტოვებ, რადგან საშიშია, ჭრილობები არ მოგაყენოს, რის შემდეგაც ცრემლების ღვრა და ოხვრა მოგიწევს.
გავივლით ცეცხლსა და წყალში