უკეთური კადნიერება - ციტატები, გამონათქვამები
49. უმეცრება იმას გვიკეთებს, რომ გვაპირისპირებს ჩვენთვის სასარგებლოსთან და გაკადნიერებული ზრდის ბოროტების მიზეზებს.
ვინც სხვას ზიანს აყენებს, იგი კადნიერებას იჩენს ღვთის წინაშე, უსამართლოა მოყვასისადმი და სასტიკია საკუთარი თავის მიმართაც.
ზოგიერთი ისე კადნიერდება, რომ შელოცვა-მჩხიბავობის დროს უხმობენ ღვთისმშობელს, წმიდანებს და პირჯვარს ისახავენ, მაგრამ მათ უნდა გავურბოდეთ.
მოერიდე კადნიერებას და უჯერო სიტყვებს, რაც ფიტავს ადამიანის სულს; მდუმარება, სიმშვიდე და ლოცვა კი, პირიქით, სულს ზეციური ცვრითა და ტკბილი გლოვით აღავსებს.
ნუ გათამამდები, შვილო, უკეთურ კადნიერებას ბევრი ბოროტება მოსდევს. გაექეცი მას, როგორც ცეცხლს და შხამიან გველს!