სიბერე - ციტატები, გამონათქვამები
თუ ცოდვის ჩადენას ასაკის მიზეზით შეწყვეტ, ეს შენი უძლურების წყალობით მოხდება. ჩვენ კი ვაქებთ (ღვთის სიტყვაზე დაყრდნობით) მათ, ვინც ნებაყოფლობით არიან კეთილნი, და არა მათ, რომელნიც იძულებულნი არიან, ასე მოიქცნენ
ცუდი ქრისტიანია ის, ვინც მხოლოდ იმიტომ არ სცოდავს, რომ ხელი და ფეხი აღარ ემორჩილება.
გონიერება სიბერის ჟამს უკვე გონიერება აღარ არის, არამედ ის, რომ ადამიანს თავშეუკავებლობა აღარ ძალუძს
ვინც სიბერეს ელოდება იმისთვის, რომ საკუთარი თავი ღმერთს მიუძღვნას, ის ნათლად აჩვენებს, რომ სურს, საკუთარი თავი სათნოებისთვის შემოინახოს იმ დროისთვის, როდესაც სხვა არაფრის გაკეთება აღარ შეეძლება.
ცხოვრების ნელი გამოსწორება მხოლოდ ასეთ რამეს გამოხატავს: "დაე ჩემში ჯერ ცოდვა ბატონობდეს, შემდეგ ოდესმე ღმერთიც იბატონებს; თავდაპირველად "ასონი ჩემნი წარუდგინებთ საჭურველად სიცრუისა ცოდვასა", შემდეგ კი, დროთა განმავლობაში, "საჭურვ... იხილეთ სრულად
ღმერთს სურს, რომ შენ მის მსახურებას მიუძღვნა მთელი ცხოვრება და არა - მისი უარესი ნაწილი.
ჰოი, რამდენი ცრემლის ღირსია თანამედროვეობის ხრწნა! სურთ, რომ ღვთისმოსავნი გახდნენ არა სხვაგვარად, არამედ იმით, რომ ღმერთს სიბერეში ამ სოფლისადმი ცოდვილ მსახურებაში უგუნურად გაფლანგული საკუთარი ძალების ნარჩენები მიუტანონ.
ყრმობისთვის მოხუცებულობა უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ შეუნანებელ ახალგაზრდას სიკვდილი ელის.