სიბერე - ციტატები, გამონათქვამები
ადამიანს ხორცის გარდა ერთი რამ სხვა მოჰმადლებია, რომლითაც იგი ადამიანობს, ვით კერძო ღვთისა. ის ერთი – სული და გულია, უჭკნობლობის ნიჭით და ღონით დალოცვილი. ეგ ღვთაებრივი ნიჭი, როგორც ყველაფერი ღვთაებრივი, დროთა მბრძანებელია და არა ... იხილეთ სრულად
როგორც მშვენიერი დღის საღამოა უღრუბლო, ასევე მშვენიერი ცხოვრების დასასრულია უდარდელი.
გულმოდგინედ მიიტანე ქრისტეს წინაშე შენი ახალგაზრდობის ნაყოფი და გაიხარებ სიბერეში უვნებელი სიმდიდრით, რამეთუ ახალგაზრდობაში შეკრებილი კვებავს და ანუგეშებს მოხუცებულობის უძლურებას.
ჩქარა გამოასწორეთ თქვენი გაკლოვანებები: ისინი, რომლებსაც გაზრდის საშუალებას მისცემთ, თქვენს საუკეთესო თვისებებს დააზიანებენ.
რაც უფრო დიდია ხე, მით უფრო ძნელია მისი ამოძირკვა მიწიდან; ასევე, რაც უფრო გაძლიერდება და განმტკიცდება ცოდვილი ჩვეულება, მით უფრო ძნელად თავისუფლდება ადამიანი მისგან