სიძულვილი - ციტატები, გამონათქვამები
სიძულვილი - ციტატები, გამონათქვამები სიძულვილი, გამონათქვამები, ციტატები
აუცილებელია, რომ ავისმოსურნე ან თქვენზე ავისმთქმელი ადამიანი კი არ გძულდეთ, არამედ გებრალებოდეთ, როგორც ეშმაკის ცდუნების მსხვერპლი და მისთვის ილოცოთ.
სადაც ადგილი აქვს სიძულვილსა და მტრობას, შურსა და გაუტანლობას, იქ ბოროტი მძლავრობს.
რაც ნათლად ცხოვრობ, მეტი ძალა გაქვს და მეტად წინ მიდიხარ, ხოლო რაც უფრო დაიგროვებ წყენას, სიძულვილს, ცუდსიტყვაობას,.. მეტად ჩამოგარჩენს
ვისაც ადამიანი სძულს, ღმერთი არ უყვარს. თუ ადამიანს პატივს არ სცემ, ე.ი. იმ წამს პატივს არ სცემ ღმერთსაც
თუ ჭეშმარიტად მორწმუნენი ვართ, მაშინ სიმშვიდე გვეუფლება. არ ვღიზიანდებით, არ ვწუწუნებთ, არც ვინმე გვძულს, არც არავისი არაფერი გვშურს. ეს არის რწმენა