გონებაში წარმოსახვა, წარმოდგენა - ციტატები, გამონათქვამები
გონებითი ლოცვისას ხიბლში რომ არ ჩავარდე, არ დაუშვა შენში არავითარი წარმოდგენა, არანაირი სახე ან ჩვენება.
ფრთხილად იყავი ბილწ წარმოდგენებთან. ამ მიზეზით დიდი სულიერების მქონე ადამიანები დაეცნენ და დაიღუპნენ.
შენს წარმოდგენასთან ძალიან ფრთხილად იყავი. ნუ მიიღებ რაიმე ხატებას, თორემ ის გექცევა კერპად, რომელსაც თაყვანს სცემ. უსირცხვილო ფრინველი – მოხეტიალე გონება – ყველაზე უცნაურ, შეშლილ სურათებს გვიხატავს. იგი მოყვასის სინდისის საიდუმლო... იხილეთ სრულად
ბოროტი აზრებისა და წარმოდგენების თავიდან მოშორებისას არ უნდა ვიყოთ ნელთბილნი, რადგან ყოველი ცოდვა მათგან იღებს სათავეს. მაშასადამე, თუ გულმოდგინედ ამოვძირკვავთ ბოროტ აზრებსა და წარმოდგენებს, უნდა ვიცოდეთ, რომ ვნებებისგან განწმენდი... იხილეთ სრულად
სულიერ ცხოვრებაში წარმატება რომ გვქონდეს, აუცილებელია მოვიცილოთ სხვადასხვა ბოროტი გულისსიტყვა და უხამსი წარმოდგენები, რომლებიც გვიწვევს და ჩვენი სულის შებილწვას ცდილობს.
თავიდან ბოროტი, ჩვეულებრივ, ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს გვახსენებს, რომ სულის სიმტკიცე შეგვირყიოს, ბრძოლის უნარი დაგვაკარგვინოს და დაგვამარცხოს, რასაც გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვება. ამიტომ მსუბუქად კი არ უნდა შევხედოთ ამა... იხილეთ სრულად
განაგდე გონებიდან ყოველი სახე ან საკითხი, რაც გაშფოთებს და განსაცდელში გაგდებს. გონების წარმოსახვითი ნაწილი ნებისმიერი ადამიანის ხატებისგან გაათავისუფლე, განუწყვეტლივ იმეორე იესოს ლოცვა ბაგეებით და მაშინვე დაინახავ ამ გზის სარგებე... იხილეთ სრულად