შობის დღესასწაული - ციტატები, გამონათქვამები
შობის დღესასწაული - ციტატები, გამონათქვამები შობის დღესასწაული, გამონათქვამები, ციტატები
დადგა დღე ღვთის განხორციელების საიდუმლოზე განსაკუთრებული დაფიქრებისა. ძე ღვთისა, შემოქმედი და განმგებელი ხილული და უხილავი სამყაროსი, ბეთლემის გამოქვაბულის ბაგაში იშვა, - "სიტყვა იგი ხორციელ იქმნა".
ქრისტეს შობა, ისევე როგორც წმიდა პასექი, ყველაზე სასიხარულო და დიდებული ზეიმია მორწმუნე ქრისტიანისთვის.
ბეთლემში იმ საკვირველ ღამეს აღსრულდა ღვთის სიტყვები: მე ვარ რომელი ვიქმ მშვიდობასა (ეს. 45, 7).
ღვთის დიდი სიყვარულის წყალობით კვლავაც მშვიდობითა და კეთილდღეობით ვხვდებით უდიდესსა და ღვთივშემოსილ დღესასწაულს - ქრისტეს შობას, ზეიმს, რომელიც მთლიანად მოიცავს ყოველი თაობის ადამიანის გულსა და ცნობიერებას, ზატიკს, რომელიც მეფობს ... იხილეთ სრულად
განვლო საუკუნეებმა, მიდის წლები, ქრისტიანული სამყარო კი, როგორც ყოველთვის, ზეიმით ხვდება ერთ-ერთ უდიდეს საეკლესიო დღესასწაულს - ქრისტეს შობას. დღეს ჩვენი ფიქრები მიმართულია იმ შორეული დროისაკენ, ბეთლემის იმ კურთხეული გამოქვაბულისა... იხილეთ სრულად
ქრისტე იშვების, - უგალობდეთ! ქრისტე ზეცით გარდამოვალს, - მიეგებვოდეთ! ქრისტე ქუეყანასა ზედა, - ამაღლდებოდეთ! უგალობდით უფალსა ყოველი ქვეყანა!
დღეს უნდა წარიხოცოს ყოველგვარი მწუხარება, უნდა დაცხრეს ყოველგვარი შფოთი და ვნება, სისხლისღვრა და ომი, დადუმდნენ მოპაექრეთა გუნდნი, განქარდეს უიმედობა, შური და ღვარძლი და ღვთისადმი სიყვარულით აღძრული ჩვენი გონება, სული და გული ანთე... იხილეთ სრულად
კურთხეულია უფლის შობის დიადი საიდუმლოს მხილველი და აღმქმელი თქვენი სულიერი თვალნი. კურთხეულია ბეთლემის სასწაულის სულიერად განმცდელი თქვენი გული. კურთხეულია თქვენი სასმენელნი, რომელთაც დღესაც ახარებს ანგელოზთა საგალობლის ხმა: „დ... იხილეთ სრულად