უმეცრება, უცოდინრობა - ციტატები, გამონათქვამები
49. უმეცრება იმას გვიკეთებს, რომ გვაპირისპირებს ჩვენთვის სასარგებლოსთან და გაკადნიერებული ზრდის ბოროტების მიზეზებს.
51. ბოროტება, შეცნობილი სულის მიერ, უმყრალესი მხეცისებრ მოიძაგება, ვერშეცნობილი კი შეიყვარება იმისგან, ვინც მის შესახებ უმეცარია და ვისაც შემდეგ ატყვევებს იგი, იმონებს რა თავის მეტრფეს, რომელიც, გაუბედურებული და უბადრუკი, ვერ ხედა... იხილეთ სრულად
49. სიკვდილი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აცნობიერებენ მას, უკვდავებაა, მაგრამ უბირთათვის, რომლებიც ამას ვერ აცნობიერებენ, სიკვდილი სიკვდილია, უნდა გვეშინოდეს კი არა ამ სიკვდილისა, არამედ სულის წარწყმედისა, რაც არის უმეცრება ღვთის... იხილეთ სრულად
48. ცაში მყოფები უკვდავნი არიან მათში არსებული სიკეთის გამო, მიწაზე მყოფნი კი - მოკვდავნი მათში არსებული თვითარჩევითი ბოროტის გამო, რაც შეემთხვევათ უგუნურთ თავიანთი მცონარებისა და ღვთის შშესახებ უმეცრების გამო
26. არაფერი სარგებელია მოძღვრებათა შესწავლა, თუ სული მოკლებულია კეთილსათნო და ღვთივმოსაწონ მოღვაწეობას, ხოლო ყველა ბოროტების მიზეზი - ესაა ცთომილება, მაცთუნებლობა და უმეცრება ღვთისა
8. უსწავლელნი და მდაბიონი სასაცულოდ თვლიან სწავლებებს და მოსმენაც არ სურთ, რადგან ამით იმხილება მათი უსწავლელობა, ხოლო სწადიათ კი, რომ მათი მსგავსი იყოს ყველა. ამგვარადვე, ცხოვრებითა და ჩვევებით აღვირახსნილნი იმას ცდილობენ, რომ მა... იხილეთ სრულად
ყურადღებით იყავი, ჩემო შვილო, და განთავისუფლდი უმეცრებისაგან, რომელიც დედაა ყოველგვარი ბოროტებისა. სიკეთის უმეცრება სულის წყვდიადია. და თუ ადამიანი ქრისტეს მოკავშირე არ გახდა, რომელიც არის ნათელი, თავს ვერ დააღწევს წყვდიადის მთავა... იხილეთ სრულად
ძნელი არ არის განსწავლო ცხოველი. ძნელი არ არის განსწავლო უმეცარი. მაგრამ ძნელია განსწავლო ის, ვინც, თავად უვიცი, სხვების მასწავლებელი გახდა