მტრობა - ციტატები, გამონათქვამები
მტრობა - ციტატები, გამონათქვამები მტრობა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
არავინ ცდილობს ახლობელს ბოლომდე მოუსმინოს, რადგან მის დანაშაულში წინასწარ არის დარწმუნებული. ამას კი დაუსრულებელი განხეთქილება მოსდევს
ადამიანები რომ გარჯილიყვნენ და უკეთ შეეცნოთ ერთმანეთი, მტრობა და შუღლი თავისთავად განქარდებოდა.
მტრებს ჩვენ ბევრად უფრო იოლად ამოვიცნობთ, ვიდრე მოკეთეებს. ბოროტმა უფრო იოლად შეიცნო ქრისტეში მტერი, ვიდრე ადამიანებმა - მეგობარი.
ჩვენი მტრები ხშირად გვიხსნიან იმ დამღუპველი განსაცდელისაგან, მოკეთეები უნებურად რომ გვიქმნიან, ჩვენს ახირებას არ ეწინააღმდეგებიან და სულის საზიანოდ ხელის გულზე გვატარებენ.
ძალიან ხშირად ჩვენი მტრები კარგ სამსახურს გვიწევენ: მათ გაკიცხვას სიკეთე მოაქვს, მათი მხილება მაცხოვნებელია, თუკი ისინი ხორციელად გვნებენ, გვეხმარებიან, რომ ჩავუღრმავდეთ საკუთარ თავს და სული მოვიძიოთ.
ადამიანი მტერს წყევლა-კრულვას უგზავნის, უფრო ხშირად კი საკუთარი ცოდვის წყალობით მოყვარეს მტრად აქცევს.
თუ ვერ განვეშორებით მტრობას, ვერაგობას, ბოროტებას, შურსა და რისხვას და ყოველ საქმეთ ღვთისა და ჩვენს შეურაცხმყოფელს, ვერც აღდგომის დღესასწაულის ძალას ვიგრძნობთ.
ადამიანმა, და მითუმეტეს ქრისტიანმა, სიყვარულის კანონით უნდა იცხოვროს და განაგდოს თვისგან სიძულვილი და წინააღმდეგობის სული. წმ. იოანე ღვთისმეტყველი წერს: ვისაც სძულს ძმა ანუ მოყვასი თვისი, ბნელსა შინა არს. მართლაც, მტრობის, სიძულვი... იხილეთ სრულად
გიყვარდენ მტერნი თქვენნი და აკურთხევდით მწყევართა თქვენთა, და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქვენთა და უკოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობდენ თქვენ და გდევნიდენ თქვენ. (მათ. 5, 44)