წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ყველა, ვინც ღმრთის მცნებებს აღასრულებს, უარყოფს თავის თავს, თავის ჯვარს იღებს და უფალს შეუდგება ყველა, ვინც ღმრთის მცნებებს აღასრულებს

როცა მაცხოვარი ჩვენგან მოითხოვს, უარვყოთ ჩვენი თავი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ბუნების მეორე მხარე - ცოდვა და მისკენ მიდრეკილება უნდა დავთმოთ. ვისაც ამ დიდი მცნებების აღსრულება სურს, უნდა ახსოვდეს რა ძნელია ეს სამე, რადგან თავის თავს, თავის ცუდ ჩვეულებებსა და მიდრეკილებებს ყოველ წამს უნდა ებრძვოდეს. წმინდანები, რომლებიც სიყრმიდანვე შეუდგნენ უფალს, სიკვდილამდე ამ ბრძოლაში იყვნენ. მეორე: კაცი უნდა ებრძვოდეს სოფელს, სადაც იგი მრავალ ცოდვას და ცუდ მაგალითებს ხედავს. სოფელი მას ამ ცოდვებისკენ ეზიდება. სოფელთან ბრძოლა რომ ძნელია, ესეც წმინდანებმა დაგვიმტკიცეს; სწორედ ამიტომ ტოვებდნენ ისინი მას და სამოღვაწეოდ უდაბნოში მიდიოდნენ როცა მაცხოვარი ჩვენგან მოითხოვს, უარვყოთ

მათ, რომელთაც მისი მოწაფეობა სურთ, მაცხოვარი სამ პირობას უყენებს: თავისი თავის უარყოფა, საკუთარი ჯვარის აღება და მისი შედგომა. სოფლის მოყვარეს იწყინება კიდე, როცა პირველ პირობას მოისმენს, მაგრამ ვისაც ქრისტეს მიმდევრობა სურს, იგი აუცილებლად უნდა სჰეასრულოს ამ პირობის შესრულების გარეშე, თუნდაც ამქვეყნიური, არც ერთი კეთილი და საარგებლო საქმე არ აღესრულება. მათ, რომელთაც მისი მოწაფეობა სურთ, მაცხოვარი

253. როგორ მოძღვრავენ წმ. მამები იმათ, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს ცხოვრება სალხინოდ და თავის შესაქცევად მოგვეცა?
ნუ ვიფიქრებთ, რომ ეს ცხოვრება სალხინოდ და თავის შესაქცევად მოგვეცა, არამედ ვიცოდეთ, რომ ამქვეყნად ჩვენი ცხოვრება შრომა, მოთმინება, ხშირად ჭირი და მრავალი განსაცდელია. როგორც იესო ქრისტემ გაატარა თავისი ცხოვრება დიდ შრომასა და აურაცხელ მოღვაწეობაში, ასევე, ჩვენც უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ცხოვრება შრომით, მოღვაწეობითა და მოთმინებით გავატაროთ
ნუ ვიფიქრებთ, რომ ეს ცხოვრება სალხინოდ და

233. როგორ უნდა აღასრულებდეს ადამიანი ამსოფლიურ საქმეებს?
ამსოფლიური საქმენი კაცმა ისე უნდა დაიწყოს, რომ ყოველივე ერთ უმაღლეს საქმეს – სულის ცხონებას – ემსახურებოდეს.
ამსოფლიური საქმენი კაცმა ისე უნდა დაიწყოს

ქრისტიანს ყოველთვის უნდა უხაროდეს. მართლა ჭეშმარიტი, წმიდა, ბუნებითი სიხარული მხოლოდ იმ კაცის სულშია, ვინც ჭეშმარიტი ქრისტიანია. ჭეშმარიტი, წმიდა და განმაცხოველებელი სიხარული შრომისა და მოღვაწეობის ნაყოფია, ხოლო სიხარული ცოდვის მოყვარისა - ყალბია და წუთიერი ქრისტიანს ყოველთვის უნდა უხაროდეს. მართლა

ენით გამოუთქმელია ის სიხარული, ნეტარება და ნუგეში, რომელსაც წმინდა ადამიანები ხშირად განიცდიან (I, 287-288); ჭეშმარიტად ქრისტიან კაცს გულში ყოველთვის წმინდა და წრფელი სიხარული აქვს, ხოლო სოფლის მოყვარე, ცოდვას მოურიდებელი კაცის სიხარული ყოველთვის ყალბი, ხელოვნური და ნაძალადევია ენით გამოუთქმელია ის სიხარული, ნეტარება და

ქრისტიანები სათნოებითა და ღირსებით სხვებზე აღმატებულნი უნდა იყვნენ. ისინი არიან ნათელნი სოფლისა, თესლი წმიდა, ერი რჩეული, მადლი ქვეყნისა. მოყვასთა და მეგობართა სიყვარული წარმართებმაც და ებრაელებმაც იცოდნენ. ქრისტიანმა კი მტერიც უნდა შეიყვარიოს და ამით დაამტკიცოს, რომ ზნეობრივად ყველაზე მაღლა დგას. ქრისტიანები სათნოებითა და ღირსებით სხვებზე

უმეტესად ღმრთის სიყვარული მოყვასის სიყვარულით მჟღავნდება. როგორც იოანე ღმრთისმეტყველი გვასწავლის, თუ ადამიანმა მოყვასი ვერ შეიყვარა, რომელიც ყოველთვის მის წინაშეა, მითუმეტეს, ვერ შეიყვარებს ღმერთს, რომელიც არასოდეს უხილევას. უმეტესად ღმრთის სიყვარული მოყვასის სიყვარულით

სულიერი სიყვარული თავისუფალი ნებით ჩნდება და არა იძულებით, ადამიანმა ქრისტესთან მიახლოება თვითონ უნდა მოინდომოს. როგორ უნდა შევიდეს იესო ქრისტე იმ კაცის გულში, რომელიც სოფლის ამაო საზრუნავებითაა სავსე და იქ უფლის დასამკვიდრებლად უფლის ადგილი აღარაა. ვისაც უფალთან ყოფნა უნდა, ხშირად უნდა ფიქრობდეს მასზე, მის ღმრთეებრივ ხატს ხშირად უნდა წარმოიდგენდეს, ყოველდღე უნდა კითხულობდეს სახარებას, და მაშინ შეიტყობს, რომ მისი აღთქმა უტყუარია. სადაც სახარების სიტყვა სუფევს, ქრისტე იქაა, ანუ მასთან, ვის გულშიც სიტყვამ შეაღწია, გაანათლა და ზნეობრივად უკეთესი გახადა. ასევე ქრისტეა იქ, სადაც მისი მადლი და სიწმინდე სუფევს. მადლისა და სიწმინდის სუფევის ნიშანი ისაა, როცა კაცი ცოდვას ადვილად ვეღარ სჩადის, როცა იგი განუწყვეტლივ ებრძვის ბოროტებას. სულიერი სიყვარული თავისუფალი ნებით ჩნდება და

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

1