ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები

ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები ადამიანი, გამონათქვამები, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

კაცის არსებას, ანუ ცხოვრებას აქვს ორი კერძო, ანუ მხარე; პირველი არის აზრი, გონება, მოსაზრება, ერთი სიტყვით სულიერნი, უხილავნი ნიჭნი, თვისებანი; მეორე მხარე არის საქმე, მოძრაობა, ყოფა–ქცევა, ხასიათი. ეს მეორე მხარე კაცის ბუნებისა უსაჭიროესი არის უდიდესი. საქმე უდიდესია, ვიდრე სიტყვა და აზრი. პირველი კერძო, ესე იგი, გონება, ჭკუა, ღმერთმა მისცა კაცს მეორე კერძოისათვის. ორივე კერძონი მოითხოვენ გაუმჯობესებას, გამართვას, გამდიდრებას. კაცის არსებას, ანუ ცხოვრებას აქვს ორი კერძო

ღმერთმან, შეჰქმნა რა კაცი, შეამკო იგი ორითა უმაღლესითა ნიჭითა: პირველი ნიჭი კაცისა არის ჭკუა, ანუ გონება, რომლითა იგი იცნობს ღმერთსა, ბუნებასა და თავის თავსა და ჰმართავს თვისსა ცხოვრებასა და თვისთა საქმეთა; მეორე ნიჭი კაცისა არის თავისუფლება, რომლითა მას შეუძლიან განრჩევა ბოროტისა და კეთილისა და შეყვარება ერთისა ანუ მეორისა. ორითა ამით ნიჭითა კაცი დაემსგავსება ღვთაებასა. გარნა, ცოდვა ორთავე ამათ ნიჭთა ესოდენ განჰხრწნის და წაახდენს, რომელ კაცი ხშირად დაემსგავსება პირუტყვთა უწმინდურთა. ღმერთმან, შეჰქმნა რა კაცი, შეამკო იგი ორითა

კაცის ბუნებასა, ძმანო ქრისტიანენო, ორი უმთავრესი ნიჭი, ანუ თვისება აქვს: აზრი და საქმე, ფიქრობა და მოქმედება. აჰა, ორნი კერძონი კაცის ბუნებისა. აზრითა, ანუ ფიქრითა შენითა, შენ უნდა იყო მონაწილე და თანახმა ქრისტეს აზრისა და სწავლისა; მოქმედებითა ანუ ნებითა შენითა უნდა იყო თანამშრომელი და თანაშემწე მისი. კაცის ბუნებასა, ძმანო ქრისტიანენო, ორი

ყოველი გარეგანი მოძრაობა და მოქმედება კაცისა დამოკიდებულ არს შინაგანსა თვისებასა და მიდრეკილებასა ზედა. უკეთუ შინაგანი კაცისა არ არის წესიერად და კეთილად დაწყობილი და განათლებული, მაშინ გარეგანიცა მისი მოქმედება არ იქნება წესიერად წარმართებული. ყოველი გარეგანი მოძრაობა და მოქმედება კაცისა

ვინც გულისხმიერად გასინჯავს თვისსა ბუნებასა და შთახედავს გულსა შინა თვისსა, იგი მსწრაფლ ნახავს, რომელ კაცი შინაგან თვისსა გრძნობს ბრძოლასა და წინააღმდეგობასა შორის კეთილთა და ბოროტთა თვისებათა და მიდრეკილებათა მისთა. დღეს კაცი არის კეთილი და ჰქმნა მრავალი კეთილი საქმე, ხოლო ხვალე გული მისი გამოიცვალა და ჰქმნა ბევრი ცოდვა; ერთ წამს გული მისი გრძნობს სიყვარულსა ღვთისასა და მოყვასისა, ხოლო შემდგომში მან დაივიწყა სიყვარული. ერთი სიტყვით, გული მისი ყოველთვის გაპობილ არს ორად: ბუნებასა მისსა აქვს მრავალი კეთილიცა და ბოროტიცა თვისება და მიდრეკილება. ვინც გულისხმიერად გასინჯავს თვისსა ბუნებასა

ბუნებასა კაცისასა და ყოველსა მისსა შინაგანსა და გარეგანსა მოქმედებასა აქვს ორი კერძო ანუ ორი სახე: ერთის მხრით კაცსა აქვს ბევრი კეთილი თვისება, დიდი სათნოება, უმაღლესი ღირსება; კაცსა აქვს სურვილი და მიდრეკილება, რომ აღასრულოს სიმართლე, სათნოეყოს ღმერთსა, ერთის სიტყვით, მრავალს კეთილს და საქებელ საქმეთა იქმნს. მეორეს მხრით, ბუნებასა შინა კაცისასა ვხედავთ ჩვენ მრავალთა ნაკლულევანებათა, ბოროტთა თვისებათა და მიდრეკილებათა, ცოდვათა და უღირსებათა. ბუნებასა კაცისასა და ყოველსა მისსა შინაგანსა

ცხოვრებასა კაცისასა აქვს ორი კერძო: ერთი შინაგანი უხილავი, მეორე გარეგანი ხილული. პირველსა შეადგენენ ყოველნი სულიერნი თვისებანი და მოქმედებანი კაცისანი, ესე იგი ჰაზრი, ფიქრი, განზრახვა, სურვილი, მიდრეკილებანი, სიყვარული ანუ სიძულვილი, მხიარულება ანუ მწუხარება, ერთი სიტყვით, ყოველი, რასაც კაცი ბრძნობს გულსა შინა თვისსა. ხოლო მეორე არის ყოველი ხილული მოქმედება კაცისა: ლაპარაკი, მოძრაობა და სხვანი გარეგანნი მოქმედებანი. ცხად არს, რომელ ყოველი გარეგანი მოქმედება კაცისა და მრთელი მისი გარეგანი ხილული ცხოვრება დამოკიდებულ–არიან შინაგანთა თვისებათა ზედა მისის სულისათა, ესე იგი ყოველნი საქმენი კაცისანი არიან ესრეთნი, ვითარნიცა არიან მისნი სულიერნი თვისებანი და მიდრეკილებანი, ვინაიდგან კაცი მხოლოდ იმას იქმს და გამოაჩენს, რაიცა აქვს გულსა და გონებასა შინა. ცხოვრებასა კაცისასა აქვს ორი კერძო: ერთი

104. თუკი ყველაფერს არანებსითს ნებსითისგან აქვს მიზეზი, თანახმად წერილისა, მაშ არავინაა ადამიანის მტერი იმდენად, რამდენადაც თავად არის თავისი თავისთვის. თუკი ყველაფერს არანებსითს ნებსითისგან აქვს

უფალი არ ტოვებს ადამიანს, ადამიანი ტოვებს უფალს, ჯოჯოხეთი უფლისგან განშორებაა უფალი არ ტოვებს ადამიანს, ადამიანი უფალს

159. მხოლოდ ადამიანია მიმღები ღვთისა, რადგან მხოლოდ ამ ცოცხალ არსებას ეზრახება ღმერთი, _ ღამით სიზმრებში, დღისით კი გონების გზით, _ და ყოველთა მიერ სწორედ თავის ღირს ადამიანებს აუწყებს და მიანეიშნებს იგი წინასწარ სამომავლო სიკეთეთა შესახებ. მხოლოდ ადამიანია მიმღები ღვთისა, რადგან ამ

ადამიანი, გამონათქვამები, ციტატები

2