მოწყალება, ქველმოქმედება - ციტატები, გამონათქვამები
მოწყალება, ქველმოქმედება - ციტატები, გამონათქვამები მოწყალება, ქველმოქმედება, გამონათქვამები
გაიღეთ მოწყალება ხილული მთხოვნელის მიმართ და გწამდეს უხილავი მიმღების
განა მოწყალების გაცემით შენი სიმდიდრე ამოიწურება? იგი არათუ არ ამოიწურება, არამედ - ზეციური მადლიც მიემატება.
მოწყალების გულუხვი გაცემით როდი კოტრდებიან და ღარიბდებიან მდიდრდები, არამედ იმისაგან, რომ ღარიბებისთვის მცირედიც ენანებათ, საკუთარი ვნებებისთვის კი არაფერი.
მოწყალების გაღებისას გაღატაკების ნუ გეშინია. ვინც ღმერთსა და ღატაკებს ემსახურება, იგი ღარიბი არასოდეს იქნება. "მოწყალე ხელი არ გაღატაკდება".
როგორც მიწაში ჩავარდნილი ხორბლის მარცვალი მთესავს სიუხვეს მოუტანს, ასევე მშიერისათვის მიწოდებული პური შემდგომში ასმაგ სარგებელს მოგცემს.
ნუ იძუნწებ მოწყალების გაღებისას და ზურგს ნუ შეაქცევ მას, ვისი სახელითაც გთხოვენ.