წუხხარ, რომ იესოს ლოცვას ვერ აღასრულებთ მოუკლებელად და ვერ წარმოთქვამთ უწყვეტად, - ეს არც მოგეთხოვებათ... მოგეთხოვებათ ღმრთის მუდმივი შეგრძნება, რომელსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს საუბრისას, კითხვისას, რაიმეს დაკვირვებისას და განხილ...
იხილეთ სრულად
წუხხარ, რომ იესოს ლოცვას ვერ აღასრულებთ მოუკლებელად და ვერ წარმოთქვამთ უწყვეტად, - ეს არც მოგეთხოვებათ... მოგეთხოვებათ ღმრთის მუდმივი შეგრძნება, რომელსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს საუბრისას, კითხვისას, რაიმეს დაკვირვებისას და განხილვისას... ხოლო იესოს ლოცვას როდესაც ასრულებთ, ისეთნაირად გააგრძელეთ მისი აღსრულება, როგორც ფლობთ მას სინამდვილეში და ის გააფართოებს თავისი მოქმედების არეალს
იესოს ლოცვა რაიმე თილისმა კი არაა, მისი ძალა ღვთის ღრმა რწმენაშია, გულისა და გონების უფალთან შერწყმაშია. ამგვარად მოხმობილი უფლის სახელი მრავლისშემძლე ხდება. სიტყვების უბრალო გამეორება არაფერს იძლევა.
იესოს ლოცვა ისეთივეა, როგორც ყველა სხვა. მხოლოდ ერთი რამით აღემატება სხვა ლოცვებს. იესოს - უფლისა და მაცხოვრის - ყოვლადძლიერი სახელით; როდესაც მას სრული, ურყევი და მხურვალე რწმენით ვუხმობთ, რწმენით, რომ უფალი ახლოსაა, ყველაფერს ხე...
იხილეთ სრულად
იესოს ლოცვა ისეთივეა, როგორც ყველა სხვა. მხოლოდ ერთი რამით აღემატება სხვა ლოცვებს. იესოს - უფლისა და მაცხოვრის - ყოვლადძლიერი სახელით; როდესაც მას სრული, ურყევი და მხურვალე რწმენით ვუხმობთ, რწმენით, რომ უფალი ახლოსაა, ყველაფერს ხედავს, ესმის, რასაც შესთხოვენ; გულისყურით ისმენს და მზადა ვედრების აღსასრულებლად. ზოგჯერ იგვიანებს, რამეთუ მთხოვნელი მაზდ არაა მის მისაღებად.
იესოს ლოცვას ჩაუღრმავდით იმდენად, რამდენადაც საამისო ძალები გაგაჩნიათ. ის შეგკრებთ, შეგაძლებინებთ, შეიგრძნოთ ძალა უფალში და შედეგად მასთან განუშორებლად იქნებით როგორც მარტო ყოფნისას, ასევე ადამიანთა გარემოცვაში, რაიმე საქმიანობისა...
იხილეთ სრულად
იესოს ლოცვას ჩაუღრმავდით იმდენად, რამდენადაც საამისო ძალები გაგაჩნიათ. ის შეგკრებთ, შეგაძლებინებთ, შეიგრძნოთ ძალა უფალში და შედეგად მასთან განუშორებლად იქნებით როგორც მარტო ყოფნისას, ასევე ადამიანთა გარემოცვაში, რაიმე საქმიანობისას, კითხვისას თუ ლოცვისას. მაგრამ, ძალა ამ ლოცვის წარმოთქმისას სიტყვების გამეორებას კი არ მოახმაროთ, არამედ სიტყვების მეშვეობით გონებისა და გულის ღვთისაკენ მიმართვას. ერთსაც და მეორესაც ერთდროულად
იშრომეთ იესოს ლოცვის დასაუფლებლად. ღმერთი გაკურთხებთ. მაგრამ მიეჩვევით რა ლოცვის წარმოთქმას, ეცადეთ კრძალვით და შიშით მოიპოვოთ ღვთის ხსოვნა. მთავარი ხომ ღვთის წინაშე სვლაა, ღვთის მზერის ქვეშ გაცნობიერებული ყოფნა, როცა ღმერთი გიყუ...
იხილეთ სრულად
იშრომეთ იესოს ლოცვის დასაუფლებლად. ღმერთი გაკურთხებთ. მაგრამ მიეჩვევით რა ლოცვის წარმოთქმას, ეცადეთ კრძალვით და შიშით მოიპოვოთ ღვთის ხსოვნა. მთავარი ხომ ღვთის წინაშე სვლაა, ღვთის მზერის ქვეშ გაცნობიერებული ყოფნა, როცა ღმერთი გიყურებთ, ხედავს თქვენს სულს, თქვენს გულს და მისთვის არაფერია დამალული... ამის გაცნობიერება ყველაზე ძლიერი ღერძია შინაგანი სულიერი ცხოვრების პროცესში.
იესოს ლოცვა მარტივად აღესრულება: საჭიროა ყურადღებით გულში ღვთის წინაშე დადგომა და ვედრება: "უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე!" საქმე სიტყვებში არაა, არამედ რწმენაში, შემუსვრილობასა და საკუთარი ნების უარყოფაში. ასეთი გ...
იხილეთ სრულად
იესოს ლოცვა მარტივად აღესრულება: საჭიროა ყურადღებით გულში ღვთის წინაშე დადგომა და ვედრება: "უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე!" საქმე სიტყვებში არაა, არამედ რწმენაში, შემუსვრილობასა და საკუთარი ნების უარყოფაში. ასეთი გრძნობებით ღმერთს შეიძლება სიტყვების გარეშეც წარვუდგეთ... და ეს იქნება ლოცვა.
ღვთის შემეცნებას შეიძლება იესოს ლოცვა შეენაცვლოს, მაგრამ არის კი ამის აუცილებლობა? მათი არსი ერთი და იგივეას. ღმერთზე ფიქრი ნიშნავს ფიქრებში ჭეშმარიტების რომელიმე საკითხის შეკავებას, როგორიცაა: განკაცება, ჯვარცმა, აღდგომა, ყველგან...
იხილეთ სრულად
ღვთის შემეცნებას შეიძლება იესოს ლოცვა შეენაცვლოს, მაგრამ არის კი ამის აუცილებლობა? მათი არსი ერთი და იგივეას. ღმერთზე ფიქრი ნიშნავს ფიქრებში ჭეშმარიტების რომელიმე საკითხის შეკავებას, როგორიცაა: განკაცება, ჯვარცმა, აღდგომა, ყველგანმყოფობა და სხვა, აზრების ყოველგვარი დინების გარეშე.
ლოცვა - "უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე!" - არის სიტყვიერი ლოცვა, როგორც სხვა ყველა. მასში განსაკუთრებული არაფერია, მთელ ძალას იღებს იმის მიხედვით, თუ როგორი განწყობით აღესრულება იგი.
ყველა ის საშუალება, რომლის ...
იხილეთ სრულად
ლოცვა - "უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე!" - არის სიტყვიერი ლოცვა, როგორც სხვა ყველა. მასში განსაკუთრებული არაფერია, მთელ ძალას იღებს იმის მიხედვით, თუ როგორი განწყობით აღესრულება იგი.
ყველა ის საშუალება, რომლის შესახებაც წერენ (ჯდომა, მოხრილობა)... ასევე ლოცვის მხატვრული აღსრულებაა, ყველას არ წაადგება და პირადი მასწავლებლის გარეშე საშიშია. კარგი იქნება, თუ ყველაფერს არ შევეჭიდებით. ერთი მეთოდი კი საყოველთაოა: "ყურადღებით ვიდგეთ გულში...
ასეთი ლოცვის აღსრულება იოლია: გონებითა და გულით დადექი ღვთის წინაშე და შეღაღადე: "იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე"; ან მხოლოდ: "უფალო შემიწყალე... მოწყალეო უფალო, შემიწყალე მე, ცოდვილი"... ან სხვა სიტყვებით იღაღადე. ძალა აზ...
იხილეთ სრულად
ასეთი ლოცვის აღსრულება იოლია: გონებითა და გულით დადექი ღვთის წინაშე და შეღაღადე: "იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე"; ან მხოლოდ: "უფალო შემიწყალე... მოწყალეო უფალო, შემიწყალე მე, ცოდვილი"... ან სხვა სიტყვებით იღაღადე. ძალა აზრებში და გრძნობებშია და არა სიტყვებში.