ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები
ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები ცხონება, სასუფეველი, სამოთხე, გამონათქვამები
რადგან ღმერთი ასეთი საოცარი გზით გვაცხონებს, ჩვენი აუცილებელი მოვალეობაა განუწყვეტლივ ვმადლობდეთ და ვაკურთხევდეთ მის ყოვლადწმიდა სახელს. ეს არა მარტო სიტყვით უნდა ვაკეთოთ, არამედ უმთავრესად საქმით, რომ ჩვენმა საქციელმა მისი ღვთიურ... იხილეთ სრულად
ღმერთი ჩვენს სასარგებლოდ გვწვრთნის, რომ მის სიწმინდეს ვეზიაროთ. უფალი თავის მოყვარულ ერთგულ მონებს სხვადასხვაგვარი მწუხარებით საუკუნო დიდებას უმზადებს.
ნეტარია, შვილო, ვინც ამ ცხოვრების მწუხარებებს მოთმინებითა და ღვთისადმი მადლიერებით იღებს. უფალი ამგვარი მწუხარებით უკვდავ სულს თავისი სასუფევლის საუკუნო სიკეთის მისაღებად ამზადებს.
ნუ დაკარგავ სიმხნევეს, შვილო. ნაკლულევანება, რომელსაც ვითმენთ, ზეცაში საუკუნო განსვენებას გვიმზადებს!
უფალი დროდადრო გვწვრთნის, რათა სამუდამოდ განგვისვენოს და ამით ჩვენი საუკუნო დიდება ერთიათად აქციოს!
აღმართია გოლგოთაზე მიმავალი გზა, მაგრამ როცა ცხოვრებისმომნიჭებელ საფლავს მივადგებით და ჩვენი სულის აღდგომის მაუწყებელ ანგელოზს ვიხილავთ, მხიარულნი ავალთ ზეცაში, ზეციურ იერუსალიმში, სადაც წმინდა სულებთან ერთად მოზეიმე საუკუნო პასექ... იხილეთ სრულად