ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები
ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები ღმერთი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ღმერთი არის ჩვენი გულისგული და მის გარეშე ჩვენ ისევე მოუსვენრად ვართ, როგორც წყალთა გარე გამოგდებული თევზი, ანდა როგორც ჩვენი სხეულის ნაღრძობი ადგილი, რომელსაც დაუკარგავს ჩვეული მდგომარეობა.
ღმერთი არის უზენაესი და მიუწვდომელი ნათელი, ეს სამების უწმიდესი ბრწყინვალებაა. მეორე ნათელი ანგელოზებია, ერთგვარი ნაკადი თუ თანაზიარება პირველი ნათლისა, მესამე ნათელი კი ადამიანია.
ღმერთზე ფიქრისას სულიც კი თითქოს მუნჯდება და დუმდება, დგება ჟამი დუმილისა და იმისა, რომ ცნობიერებაში ფარულად გვეპყრას ამ გამოუთქმელი საღმრთო ძალის აუხსნელი სასწაული.
დამორჩილება უფრო ადვილი იქნება, თუ ნაკლებად ვიფიქრებთ ადამიანზე, რომელსაც ვემორჩილებით, ვიდრე ღმერთზე, რომლის გამოც ვალდებულნი ვართ, ადამიანს დავემორჩილოთ.
ღვთისმოყვარეობა დროს არ ექვემდებარება. დრო მხოლოდ სასრული და ცვალებადი ყოფიერების ფორმაა. ღმერთისთვის არსებობს მხოლოდ აწმყო - არა წარსული, არა მომავალი.
უფალი შეუძლებელს არაფერს გვთავაზობს, არამედ მხოლოდ იმას, რისი მიღწევაც შესაძლებელია.
უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთი არის ყოველგვარი სიკეთის თავი, შუაგული და ბოლო. ხოლო სიკეთის რწმუნება თუ ქმნა შეუძლებელია სხვაგვარად, თუ არა ქრისტესა და სულიწმინდაში.
რომელსა მხოლოსა აქუს უკვდავებაი და ნათელსა მყოფ არს მიუწვდომელსა, რომელი არავინ იხილა კაცთაგანმან, არცა ხილვად ხელეწიფების.