სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები
სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
დაე, ყველაფერში შენი მასწავლებელი უფალი იესო ქრისტე იყოს; გონების თვალით მჭვრეტელმა საკუთარ თავს ხშირად ჰკითხე:რას იფიქრებდა, რას იტყოდა ან გააკეთებდა ამ შემთხვევაში უფალი იესო ქრისტე?
სიმდაბლით შემოსილი უფალი ადამიანებს გამოეცხადა, და ვინც კაცთა შორის შეიმოსავს სიმდაბლეს, იგი ღვთის მსგავსი გახდება.
გახდი ჩვილი იესოსთან ერთად (სიმდაბლისა და უბრალოების თვალსაზრისით) და მასთან ერთად განდიდდები სიბრძნეში (ლკ. 2, 40).
გახსოვდეს, ქრისტიანო, რომ ბეთლემის გამოქვაბული და ბაგა, სადაც იშვა და მიწვენილ იქნა მაცხოვარი ჩვენი, შენი პატივმოყვარეობისა და ძალაუფლებისმოყვარეობის საფლავი უნდა იყოს.
თუ ძე ღვთისამ დაიმდაბლა თავი, ჩვენც უნდა დავიმდაბლოთ თავი, ჩვენც უნდა დავიმციროთ თავი, მით უმეტეს, რომ იგი ჩვენი ამპარტავნების გამო დამდაბლდა.
შენთვის დაიმდაბლა ღმერთმა თავი; შენ კი საკუთარი თავისთვისაც არ მდაბლდები, არამედ თავს აღიმაღლებ და ამპარტავნობ.
გაიხსენე ძმარი და ნაღველი, რომლებიც იგემა ქრისტემ, და შენ არ მოისურვებ უხვ ლხინსა და დროსტარებას.