წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე - ციტატები, გამონათქვამები წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე | გამონათქვამები
452. ვიღაცამ ერთ-ერთ მამას სთხოვა რომ მას ტრაპეზი ეხმია მასთან, მან კი უარი უთხრა. ხოლო სხვამ კი, მხოლოდ იმაზე დაითანხმა, რომ ლოცვა აღესრულებინათ მის სენაკში; ხოლო როდესაც ბერი მასთან მივიდა, მან აიძულა, რომ დარჩენილიყო და საჭმელი ეჭამა. ბერი დაჰყვა ძლიერ თხოვნას და დარჩა. გაიგო რა ეს იმან, ვინც პირველად სთხოვა ბერს, ფრიად დამწუხრდა. ღვთისნიერია თუ არა ეს წუხილი? იხილეთ სრულად
451. ერთმა ქრისტესმოყვარე კაცმა იმავე ბერს ჰკითხა: ხშირად, ადამიანთა გარემოში, მოულოდნელად სირცხვილის გრძნობა მეუფლება და სახის გამომეტყველებაც მეცვლება, ვკარგავ რა სულის შეგრძნებას, აღარც მათი ყურება შემიძლია და არც საუბარი. გული მივიწროვდება და გაუგებრობაში მაგდებს. და მაშინ, თუ რაღაცაზე დავილაპარაკე, ჩემი სიტყვა უგუნური, უწესრიგო და პატივმოყვარეობით სავსეა და არცთუ იშვიათად სიტყვებს თან უგუნური სიცილიც ერთვის, რადგან ეს ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ ხდება, ამიტომ ძალიან ვწუხვარ და არ ვიცი, რა ვიღონო. როდესაც დავილაპარაკებ, ზემოთ ნათქვამი მემართება; ხოლო როდესაც ვჩუმდები, მეშინია, უდროოდ არ გავაკეთო ეს. განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბრის დროს მრავალჯერ მომმართავენ. ამიხსენი, ჩემო მამაო, რატომ მემართება ასე? მაშინ როცა, თქვენ თქვენს წმიდა ლოცვებში მიხსენიებთ იხილეთ სრულად
450. როდესაც ვხედავ, რომ ვინმე შეუფერებლად იქცევა, შემიძლია თუ არა მის შეუფერებელ საქციელზე მსჯელობა? და როგორ გავექცე აქედან გამომდინარე მოყვასის განკითხვას?
447. ერთ-ერთმა ძმამ დიდ ბერს ჰკითხა: წყალობა გამოიჩინე და მითხარი, როგორ ვცხონდე? რამეთუ ჩემს აზრებში მტკიცედ გადავწყვიტე, რომ რასაც მომწერ, დავემორჩილო
446. შენ მითხარი, ბოროტი აზრების წინააღმდეგ მოძრაობა იმას გულისხმობს, ბოროტ აზრს არ დაემორჩილო და უშფოთველად მიმართეო ღმერთს. გთხოვ, კვლავ განმიმარტო ეს
445. როდესაც ბოროტი აზრი მომივა, შევიცნობ თუ არა მას, გულიც მაშინვე მოძრაობას იწყებს და სწრაფად უკუიქცევა მისგან, რამეთუ შიშობს, უძლურების გამო, აზრმა არ დაატყვევოს ის. და როდესაც ამას ვაკეთებ, სულში დიდ სიმძმიმეს და სივიწროვეს ვგრძნობ. გამოიჩინე კეთილი ნება და მითხარი რა გავაკეთო, როდესაც ბოროტი აზრი მოწყინებაში მაგდებს, და როგორ განვდევნო ის? იხილეთ სრულად
444. ძმებთან ერთად ფსალმუნთგალობის დროს, თუ ის ფსალმუნები, რომლებიც იკითხება, ვინმემ არ იცის, მაშინ რა უფრო სასარგებლოა მისთვის: ძმებს მოუსმინოს, თუ ის ფსალმუნები იკითხოს, რომლებიც იცის?