სათნოებები - ციტატები, გამონათქვამები
სათნოებები - ციტატები, გამონათქვამები სათნოებები, გამონათქვამები, ციტატები
ღვთისმოსაობის რა საფეხურზეც არ უნდა მიაღწიო, ნურასოდეს ენდობი საკუთარ თავს. ეს მაცხოვნებელი შიში უნდა გაიზარდოს შენში იმის მიხედვით, თუ როგორ წარმატებებს მიაღწევ სრულყოფილებაში. რაც უფრო ძვირფასია საგანძური რომელსაც ფლობ, მით მეტი... იხილეთ სრულად
ბოროტების (დაცემისა და თვით დაღუპვისაც - სათნოებებში მრავალწლიანი მოღვაწეობის შემდეგაც) დასაწყისი სიკეთისადმი დაუდევრობაა, ისევე, როგორც უკუნეთის დასაწყისი არის განშორება ნათლისა
ვიდრე ამქვეყნად - ხორცში ვიმყოფებით, სათნოებების საშუალებით ზეცის კამარამდე რომც ავმაღლდეთ, საქმისა და შრომის, საზრუნავის გარეშე ვერ დავრჩებით
როგორც მდინარეში მოცურავე იმდენად არ ფიქრობს იმაზე, ბევრი გამოცურა თუ არა ნაპირიდან, არამედ უფრო მეტად იმაზე - შორია თუ არა იმ ნაპირამდე, რომლისკენაც მიცურავს; რადგან, თუკი თუნდაც ერთი სიჟენის, ანდა ერთი არშინის მანძილის გასაცურა... იხილეთ სრულად
იმ საფეხურებს კი ნუ შეხედავ, რომლებიც უკვე გაიარე, არამედ მათ, რომლებიც კიდევ გასავლელი დაგრჩა.
იმას კი ნუ უყურებ, რამდენი გაიარე, არამედ იმას შეხედე, რამდენი დაგრჩა კიდევ გასავლელი.
რაოდენ მაღალზნეობრივიც უნდა იყოს, სჯული - სულის ღმერთთან მიახლოების სულიერი კიბე - შენზე მაღლა დგას ყოველთვის.
შენი სათნოებების რიცხვი ზეცაში ვარსკვლავთა რაოდენობის ტოლი რომ იყოს, მაშინაც ვერ იქნები სიწმიდით ღვთის თანასწორი.
რაც უფრო მახვილი მხედველობა გვაქვს, მით მეტად შევიცნობთ, რამდენად შორს ვართ ზეცისაგან. ამრიგადვე, რაც მეტად წარვემატებით სათნოებაში, მით მეტად ვისწავლით შეცნობას იმისას, რაოდენ დიდი მანძილია ღმერთსა და ჩვენს შორის.