სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები
სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
გაიხსენე ქრისტე გაშიშვლებული და შეურაცხ სამოსში შემოსილი და შენთვის ბრწყინვალე სამოსი არასასურველი იქნება.
გაიხსენე ძმარი და ნაღველი, რომლებიც იგემა ქრისტემ, და შენ არ მოისურვებ უხვ ლხინსა და დროსტარებას.
გაიხსენე ქრისტე, რომლის "მუხლნი მოუძლურდეს მარხვისაგან, და ხორცნი იცვალნეს ზეთისა მიერ" (ფს. 108, 24) - და მარხვა შენთვის ტკბილი და უხვ ლხინზე მასაზრდოებელი იქნება.
გაიხსენე ქრისტე, რომელმაც სისხლი დაღვარა მათთვისაც კი, ვინც მის სისხლს ღვრიდა; გაიხსენე ის, რომელმაც ჯვრიდან აღავლინა ლოცვა მათთვის, ვინც ჯვარს აცვა იგი; და შენ აღარ იფიქრებ მტრისადმი შურისძიებაზე, არამედ სულგრძელად აპატიებ მათ
გაიხსენე უფალი, რომელიც მკვდრეთით აღდგომის შემდეგ დიდებით ავიდა ზეცას მეორმოცე დღეს და რომელიც ზის მარჯვენით მამისა; გაიხსენე მის მიერ ნათქვამი აღთქმა: "უკუეთუ ვინმე მე მმსახურებდეს, მე შემომიდეგინ; და სადაცა მე ვიყო, მუნცა მსახურ... იხილეთ სრულად
სადაც მე ვარ, - ამბობს უფალი, იქ იქნება მსახური ჩემი. სად არის ქრისტე? - ზეცაში. ამგვარად, ჩვენც სულითა და გონებით გადავსახლდეთ იქ აღდგომამდე.
მადლი - ეს არის უფლის ყოფნა ჩვენში. განა მათემატიკური ჭეშმარიტების ყველაზე ბრწყინვალე დამტკიცება როგორ შეედრება მადლის ქმედების სიაშკარავეს, როდესაც ადამიანის გული ღიაა მისთვის.
მადლი ადამიანის სულიერ ცხოვრებაში იგივეა, რაც ფიზიკურ ცხოვრებაში სუნთქვა. ადამიანი სუნთქვია გარეშე სხეულით მკვდარია, ქრისტიანიც მადლის გარეშე ქრისტიანი არაა (რომ. 8, 9), სულით მკვდარია (ეფ. 2, 1).
მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისათვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს.