ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები ცოდვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ღმერთი ადამიანს იმისათვის კი არ სჯის, რომ ადამიანის ტანჯვა მისთვის სასურველია, არამედ დასჯის მიზეზი ღვთაებრივი მიზანშეწონილობაა. მათ შორის ნათელია ორი რამ: ამ სასჯელით ცოდვილი გამოასწოროს და ცხონების გზაზე დააყენოს, ამავე დროს ცხა... იხილეთ სრულად
ღმერთმა განმხრწნელი ცოდვისა და სიკვდილისაგან მაცხოვრის ხელით გვიხსნა და ამით ბევრად უფრო მეტი წყალობა მოიღო, ვიდრე მაშინ, როდესაც არარსისაგან არსებად მოგვიყვანა. ხორციელი მშობლებიც, როცა თავის უძღებ, წარწყმედილ შვილს დაიბრუნებენ, ... იხილეთ სრულად
ღმერთი კი არ განეშორება ადამიანს, პირიქით, ცოდვილი ადამიანი გაურბის მას, ვიდრე ღმერთი მის თვალთახედვას არ მიეფარება.
რა მალე ივიწყებს ადამიანი თავის უკეთურ საქმეებს, და როგორ არ ჩქარობს დაივიწყოს სხვათა ცდომილება. ნუთუ გახარებს ის, როს გამოც ანგელოზები ტირიან?
ადამიანმა საკმარისია ცოდვის ჭაობს თავი დააღწიოს, რომ ისევ უკან ბრუნდება და უმალ მასში ეფლობა. როგორც კი ვერცხლისმოყვარეობას თავს დააღწევს, იქვე დიდებისმოყვარეობა შეიპყრობს. თუ ღატაკისთვის მოწყალება გაიღო, ამპარტავნება უმალ სხვა ცო... იხილეთ სრულად
ნუ გიხარია სხვისი დაცემა, რამეთუ იგი მოყვასია შენი. თუ იგი ცხონების გზას აცდა, ნუ იზეიმებს შენი გული. უფალმა ადამიანი სიცოცხლისთვის შექმნა და მისი წარწყმედა არ უხარია. ნურც შენ გაიხარებ იმით, რის გამოც უფალი დამწუხრებულია.
ადამიანს სძულს ის, ვის მიმართაც სცოდავს. როდესაც ადამიანი მიხვდება, რომ მისი დაფარული ცოდვა ვიღაცისთვის ცნობილია, მას ფარული მოწმის წინაშე თავდაპირველად შიში მოიცავს. შიში მალე სიძულვილში გადადის, სიძულვილი კი გონებას სავსებით აბნ... იხილეთ სრულად
ცოდვილისთვის სიკვდილი კი არ ისურვო, არამედ ცოდვათა მონანიება. ქრისტე ცოდვილთათვის ევნო. მისთვის მიუღებელია როცა ვთხოვთ, რომ უკეთურს სიკვდილი მოუვლინოს და გზიდან ჩამოგვაშოროს.
ადამიანი საკუთარ თავს ცოდვას ვერ შეუნდობს, იგი ამას ღმერთს მიანდობს. ის ვინც ცოდვებს საკუთარ თავს თვითონ შეუნდობს, ღვთისგან შენდობას ვერ მიიღებს. მას, ვინც საკუთარი თავის მკაცრი მსაჯული არ იქნება, მსაჯული ღმერთის სახით მოევლინება.