შვილო, შენი სნეულება უმეტესწილად ურჩობისგანაა, თუმცა შენდამი ღვთის სიყვარულიც ჩანს. ღმერთს ძალიან უყვარხარ, ამიტომაც გწვრთნის. განსაცდელებით ღმერთი შენს ძვირფას ხსნას აღასრულებს; მას სურს, ტვირთი შეგიმსუბუქოს და სულის ჭურჭელი იმ დ...
იხილეთ სრულად
შვილო, შენი სნეულება უმეტესწილად ურჩობისგანაა, თუმცა შენდამი ღვთის სიყვარულიც ჩანს. ღმერთს ძალიან უყვარხარ, ამიტომაც გწვრთნის. განსაცდელებით ღმერთი შენს ძვირფას ხსნას აღასრულებს; მას სურს, ტვირთი შეგიმსუბუქოს და სულის ჭურჭელი იმ დიდი იმედის ძღვენით აგივსოს, რაც ზეცის დამკვიდრება და შენგან მხურვალედ შეყვარებული ქრისტეს მახლობლად საუკუნო ყოფნაა!
link
რაც მეტად ვიტანჯებით, მით უფრო მშვენიერი გვირგვინი იწვნება ჩვენთვის!
იტვირთე, შვილო, შენი ჯვარი და იცოდე, რომ ღმერთი ხედავს, როგორ ვიტანჯებით და როგორც ნამდვილი მამა, ყველა საშუალებით ცდილობს „გამოიხატოს ქრისტე“ ჩვენ შორის (გალ. 4, 19). მას სურს ვევნოთ, რადგან იცის, რა აქვს გამზადებული ტანჯული შვილ...
იხილეთ სრულად
იტვირთე, შვილო, შენი ჯვარი და იცოდე, რომ ღმერთი ხედავს, როგორ ვიტანჯებით და როგორც ნამდვილი მამა, ყველა საშუალებით ცდილობს „გამოიხატოს ქრისტე“ ჩვენ შორის (გალ. 4, 19). მას სურს ვევნოთ, რადგან იცის, რა აქვს გამზადებული ტანჯული შვილებისთვის. თუ მწუხარებას არ გამოუგზავნის, ისინი უსამართლოდ დაიჩაგრებიან, რადგან გამოუთქმელი ზეციური სიკეთე მოაკლდებათ. რაც მეტად ვიტანჯებით, მით უფრო მშვენიერი გვირგვინი იწვნება ჩვენთვის!
link
ტკივილი ავადმყოფი სულის ღვთაებრივი წამალია
ტკივილი წმინდანებზეც არის დაშვებული, რომ ამ სოფელში მოთმინებით ზეცაში უმეტესი დიდება მიიღონ. მაგრამ ხშირად წმინდანები ევნებიან, სხვისთვის მაგალითი რომ გახდნენ, როგორც მრავალვნებული იობი, წმინდა სვინკლიტიკია და სხვები.
მხოლოდ მრავალი გასაჭირით შევძლებთ სასუფეველში შესვლას!
გზა, რომელიც ზეციური ქალაქისკენ მიდის
საუკუნო განსვენება მათთვისაა, ვინც სხვადასხვა მწუხარებას დაითმენს. „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ“ (მათ. 11, 28), – ამბობს უფალი.
შენი ტვირთი აღდგომად გექცევა, მწუხარება - სიხარულად
უარეს ავადმყოფობას დავითმენდი!