წყარო:
მამობრივი დარიგებანი
თემა:
წუთისოფლის სიამოვნებანი, მონაზვნობა, ცხონება, სასუფეველი, სამოთხე, წუთისოფლის ამაოება, მონაზონთათვის
ბრძენი ვაჭარივით ივაჭრე და აგარაკი შეიძინე, სადაც დაფლულია საუნჯე
ბრძენი ვაჭარივით ივაჭრე და აგარაკი შეიძინე, სადაც დაფლულია საუნჯე
ცხონების ბრძოლით იბრძოლე. იფიქრე, რომ სიცოცხლე სარწმუნო არ არის, რომ ჩვენი მამებივით წარმავალნი, მსხემნი' და მწირნი ვართ, მოვედით, ვნახავთ და წავალთ. „რამეთუ მოიწია სიკუდილი, და ესე ყოველი მყის იავარყო"?. იბრძოლე, რომ მთელი სულით მოიძულო წარმავალი სიკეთე, ბრძენი ვაჭარივით ივაჭრე და აგარაკი შეიძინე, სადაც დაფლულია საუნჯე, ძვირფასი მარგალიტი. მიწა მოთხარე, მოძებნე ის და მადლით გამდიდრდები.
აგარაკი მონაზვნობაა და მან, ვინც ყველა თავისი ნებასურვილი, ზოგადი სიამე და თავისუფლება გაყიდა, აგარაკი შეიძინა და მიწა მოთხარა, ანუ მონაზვნობაში იშრომა, – ნუგეშინისმცემელი სულის მადლი იპოვა და ღვთის სიყვარულით და სასოებით გამდიდრდა.