მადლი - ციტატები, გამონათქვამები
მადლი - ციტატები, გამონათქვამები მადლი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
უწმინდურ სარკეში შეუძლებელია გამოსახულების მიღება; ასევე სულსაც, რომელიც დაკავებულია ცხოვრებისეული საზრუნავით და ხორციელი ვნებებითაა დაბნელებული, არ შეუძლია, მიიღოს სულიწმიდისეული განათლება.
მზე თავისი სინათლით არ აღწევს ყვავილში, თუ მისი ბუტკო დახშულია; ასევე მადლიც ვერ განანათლებს სულს, თუკი იგი არ გაიხსნა ლოცვაში.
როგორც ის წყარო, რომელიც განუწყვეტლივ გამოადინებს სუფთა ნაკადულებს და უხვ დინებებს, არასდროს უკრძალავს მსურველს, დატკბეს წმიდა წყლის ძღვენით, ასევე ღვთაებრივი მადლიც ღიაა ყველასთვის, რათა ყველა დატკბეს ისე - ვისაც რამდენად სურს
ღვთაებრივი მადლი და ადამიანის ძალისხმევა ერთად უნდა მოქმედებდეს. მიწას მხოლოდ მაშინ გამოაქვს ნაყოფი, როცა უფალი აკურთხებს, ჩვენ კი ვშრომობთ.
მიწა არაფერს აღმოაცენებს წვიმის გარეშე, და მიწის გარეშე წვიმაც უსარგებლოა; სწორედ ასევე მადლი არ მოქმედებს თავად ადამიანის თანამონაწილეობის გარეშე, არც ადამიანის ნება - მადლის თანამონაწილეობის გარეშე.
ღვთის მადლი თავისთავად მაცხოვნებელია, მაგრამ ის არ გვაცხოვნებს ჩვენი მცდელობის გარეშე.
ქრისტიანობაში ყველაფერი მადლითაა და არაფერია მადლის გარეშე. დაე, ყოველი ჩვენგანი ზრუნავდეს, რომ მოიხვეჭოს მადლი.