კეთილი საქმეები - ციტატები, გამონათქვამები
კეთილი საქმეები - ციტატები, გამონათქვამები კეთილი საქმეები, გამონათქვამები, ციტატები
ნუ დააკმაყოფილებ შენ თავს მხოლოდ მარხვითა, ლოცვითა და აღსარების თქმით. დასამტკიცებლად მისა, რომ შენ ამიერიდან გსურს გულწრფელად მოაკვდინო ასონი ცოდვისანი, შეიმოსო ახალი განახლებული ცხოვრება, აღასრულე რომელნიმე კეთილნი საქმენი. თუ ვ... იხილეთ სრულად
"არა ვარ მე, ვითარცა სხვანი კაცნი, ანუ ვითარცა მეზვერე" - ამბობს ფარისეველი (ლუკა 18. 11). ვსთქვათ, რომ შენ სწორედ არა ხარ მსგავსი ძლიერ ცუდთა კაცთა, გარნა ემსგავსებია კაცთა წმიდათა? ვსთქვათ, რომ შენ არა არ ბოროტის-მომქმედი, გარნა... იხილეთ სრულად
24. ყველა კეთილი საქმე, რასაც კი ჩვენი ბუნების კვალობაზე აღვასრულებთ, უკეთურისგან განგვარიდებს, მაგრამ სიწმინდე რომ შეგვმატოს, მადლის გარეშე არ ძალუძს.
23. რომლებიც ღირსნი გავხდით ახალშობის ემბაზისა, კეთილ საქმეებს გავცემთ არა სანაცვლო მისაგებელად, არამედ ჩვენდამი მონიჭებული სიწმინდის დასაცველად.
11. ისინი, რომლებიც ღვაწლთა საბაბით თავს იმაღლებენ უმცონრესებზე, ფიქრობენ, რომ სხეულებრივ საქმეთაგან გამართლდებიან, ჩვენ კი, რომლებიც, ლიტონ ცოდნაზე დამყარებულნი, უმეცართ არაფრად ვრაცხთ, მათზე ბევრად უგუნურნი ვართ.
199. ყოვლითურთ სიკეთე აკეთე ძალისამებრ და უფრო მეტის კეთების ჟამს არ მიიქცე უფრო ცოტასკენ, რადგან "უკუმიქცეული, - ამბობს - არ არის შესაფერისი ცათა სასუფევლისთვის" (ლკ.9.62)
ბოლო დროს ანტიქრისტეს მომხრეებიც პირჯვარს გამოისახავენ, ეკლესიაში შემოვლენ და სახარების მცნებებზე იქადაგებენ, მაგრამ ვინც კეთილ საქმეს არ გააკეთებს, არ დაუჯეროთ, საქმით იცნობთ ღვთის მორწმუნეს
როდესაც კეთილ საქმეს აკეთებ, ერთი საფეხურით ადიხარ, როდესაც სცოდავ, ჩამოდიხარ. ასეთი სვლაა მთელი ცხოვრება