როგორც ყველაზე ჯანმრთელ თვალს არ ძალუძს, ხედავდეს, თუ რაიმე სხივით არ არის განათებული: ასევე ადამიანი, რაც არ უნდა გარეგნულად პატიოსანი იყოს, ვერ შეძლებს, ღვთის მადლის გარეშე ცხოვრება სათნოდ გავლოს.
ის ქრისტიანები, რომლებსაც სურთ, კეთილმოქმედნი იყვნენ, მაგრამ არ ცდილობენ სულიწმიდის მადლის მოხვეჭას, უდიდეს ცდომილებაში იმყოფებიან. ისინი ქვაზე თესენ, წყალზე ხნავენ, სურთ ფრთების გარეშე ფრენა, ჰაერის გარეშე კი - სუნთქვა.
როგორც ქარწაღებული ხომალდი ქანაობს აქეთ-იქით ქარიშხლის ნებაზე, ასევე სულიც, რომელიც ღვთის მადლს მოკლებულია, მუდმივად ცოდვისგან იმართება, რომელიც მას იქით კი არ მიაქანებს, საითაც თავად სურს, არამედ იქით - სადაც დემონს უნდა.
მიწა არაფერს აღმოაცენებს წვიმის გარეშე, და მიწის გარეშე წვიმაც უსარგებლოა; სწორედ ასევე მადლი არ მოქმედებს თავად ადამიანის თანამონაწილეობის გარეშე, არც ადამიანის ნება - მადლის თანამონაწილეობის გარეშე.