255. ასრულებდნენ თუ არა გასულ საუკუნეებში ერისკაცები იესოს ლოცვას?
229. რაში მდგომარეობს იესოს ლოცვის ძალა?
199. დაახლოებით რა დრო არის საჭირო ასმარცვლიან ფსკვნილზე იესოს ლოცვის შესასრულებლად?
27. იესოს ლოცვის შესრულებისას გამუდმებით გონება მეფანტება, რა სარგებელი შეიძლება მივიღო ასეთი ლოცვისაგან?
19. რა მნიშვნელობა აქვს იესოს ლოცვას?
197. კიდევ, ღრუბლების გაყრისას ჰაერი დაწმენდილი ხდება, ხოლო სიმართლის მზის, იესო ქრისტეს მიერ ვნებადი წარმოსახვების გაფანტვას უთუოდ ის სჩვევია, რომ მბრწყინავი და მოელვარე გულისზრახვები წარმოშვას გულში, რომლის ჰაერიც იესოს მიერ ნათ...
იხილეთ სრულად
197. კიდევ, ღრუბლების გაყრისას ჰაერი დაწმენდილი ხდება, ხოლო სიმართლის მზის, იესო ქრისტეს მიერ ვნებადი წარმოსახვების გაფანტვას უთუოდ ის სჩვევია, რომ მბრწყინავი და მოელვარე გულისზრახვები წარმოშვას გულში, რომლის ჰაერიც იესოს მიერ ნათდება, რადგან ეკლესიასტე ამბობს: „უფალს მინდობილნი გულისხმაყოფენ ჭეშმარიტებას და მორწმუნენი სიყვარულით თანამყოფობენ მასთან (სიბრძ. სოლ. 3.9)
link
196. ჭეშმარიტად ნეტარია ის, ვინც იმგვარად შეეწებვის იესოს ლოცვას გონებაში და იმგვარად უწყვეტად ხმობს ამ ლოცვას გულში, როგორც შეერთვის, ვთქვათ, ჰაერი ჩვენს სხეულს, ანდა ალი – ცვილს. ამასთან, მიწის თავზე გამავალი მზე დღეს აღმოაცენებ...
იხილეთ სრულად
196. ჭეშმარიტად ნეტარია ის, ვინც იმგვარად შეეწებვის იესოს ლოცვას გონებაში და იმგვარად უწყვეტად ხმობს ამ ლოცვას გულში, როგორც შეერთვის, ვთქვათ, ჰაერი ჩვენს სხეულს, ანდა ალი – ცვილს. ამასთან, მიწის თავზე გამავალი მზე დღეს აღმოაცენებს, უფალ იესოს წმინდა და სათაყვანო სახელი კი, ჩვენს გონებაში უწყვეტად მბრწყინავი, აურაცხელ მზიურ ფიქრებს წარმოშობს.
link
182. თუ ჭეშმარიტად გსურს, რომ სირცხვილი „შემოაცვა“ (იგულისხმება უკეთური გულისზრახვების გამო სირცხვილის გრძნობის გაღვივება ადამიანში, რაც ამ გულისზრახვათა აღმოფხვრის საფუძველი ხდება) გულისზრახვებს, კეთილწადიერად მდუმარებდე და უჭირვ...
იხილეთ სრულად
182. თუ ჭეშმარიტად გსურს, რომ სირცხვილი „შემოაცვა“ (იგულისხმება უკეთური გულისზრახვების გამო სირცხვილის გრძნობის გაღვივება ადამიანში, რაც ამ გულისზრახვათა აღმოფხვრის საფუძველი ხდება) გულისზრახვებს, კეთილწადიერად მდუმარებდე და უჭირველად ფხიზლობდე გულით, მაშ, იესოს ლოცვა შეეწებოს შენს სუნთქვას და რამდენიმე დღეში აღსრულებულს ნახავ ამ ყოველივეს.
link
174. მაგრამ შეუძრავი ლოცვა კლავს და ფერფლად აქცევს მათეულ (ეშმაკეულ) ცთუნებებს, რადგან ჩვენგან მიწყივ და ურყევად ხმობილი იესო, – ღმერთი და ღვთის ძე, – არანაირად არ მისცემს მათ ნებას, რომ თუნდ შემოტევის დასაწყისში, რასაც კვეთებასაც...
იხილეთ სრულად
174. მაგრამ შეუძრავი ლოცვა კლავს და ფერფლად აქცევს მათეულ (ეშმაკეულ) ცთუნებებს, რადგან ჩვენგან მიწყივ და ურყევად ხმობილი იესო, – ღმერთი და ღვთის ძე, – არანაირად არ მისცემს მათ ნებას, რომ თუნდ შემოტევის დასაწყისში, რასაც კვეთებასაც უწოდებენ, გონებას დასახულობა წარმოუჩინონ აზროვნების სარკეში, ანდა გულს გაეზრახონ რამ სიტყვებით, ხოლო გულში არშეღწეული ეშმაკეული დასახულობა გულისზრახვებისგანაც, როგორც ვთქვი, ცარიელი იქნება, რადგან ეშმაკთა ჩვეულება სწორე...
link
გულში მუდამ იმეორე იესოს ლოცვა: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი". შთაგონებით ილოცე და შენი გონი სულს შეუერთე