სინანული - ციტატები, გამონათქვამები
ნათლისღების განმეორება არ შეიძლება. თუკი ერთხელ ვერ წარემატე, მაშინ მხოლოდ გულწრფელი სინანულითაა შესაძლებელი საქმის გამოსწორება და ნათლისღების საიდუმლოში მიღებული და შემდგომ შეცოდებათა გამო დაკარგული საღმრთო მადლის დაბრუნება.
დაე, თითოეულმა უნებლიე მწუხარებამ გასწავლოს გახსოვდეს ღმერთი და აღარასდროს გექნება სინანულის ნაკლებობა.
შეუძლებელია, რომ ცეცხლი წყალში ენთოს, ასევე შუძლებელია სინანული - მარხვის გარეშე.
როგორც კი ადამიანი მისთვის მიცემულ კეთილსასურველ შესაძლებლობას გამოიყენებს – ღმერთსა და მომავალ მარადიულ ცხოვრებას ირწმუნებს, ანუ, როცა ცხოვრების უღრმეს აზრს ჩაწვდება, მონანული გარდაქმნის მას და მაშინვე მოვა მასთან საღვთო ნუგეში ღ... იხილეთ სრულად
სინანულის გრძნობა იფარავს მლოცველს ეშმაკის ყველა მზაკვრობისაგან; ეშმაკი გაურბის იმ მოღვაწეებს, რომლებიც სიმდაბლის სურნელებას გამოსცემენ. ეს სურნელება მონანულთა გულებში იშვება.
ლოცვა სინანულის გრძნობის გარეშე – ეს არა მოწიწებული საუბარი, არამედ თავხედური გამოწვევაა ღმერთისა. უფალი წმიდაა, ჩვენ კი ცოდვილნი, ამიტომ მივუახლოვდეთ ალს და არ დავიწვათ, ეს მხოლოდ სინანულის მეშვეობით შეგვიძლია.
ძველ ეკლესიაში არსებობდა საზოგადო სინანულის წესი „დაცემულთათვის“, რომლებმაც ვერ შეინარჩუნეს რწმენა დევნილობის დროს. ამ წესის თანახმად მონანულები ოთხ ჯგუფად ნაწილდებოდნენ: ა) „მოტირალნი“ – მათ არ ჰქონდათ საზოგადო ღვთისმსახურე... იხილეთ სრულად
ადამიანები ნანობენ, ხოლო ყოფილი ანგელოზები ისე ღრმად დაეცნენ, რომ ეშმაკებად იქცნენ და სინანულის ნაცვლად კიდევ უფრო ცბიერნი გახდნენ, კიდევ უფრო ბოროტნი, გამძვინვარებულნი ისინი ღვთის ქმნილების განადგურებას ცდილობენ.
სინანულის სწორი განწყობა შეიძლება ვისწავლოთ, ასე ვთქვათ, "ხელიდან ხელში", რაც ნიშნავს, ვიპოვოთ თავმდაბალი მოძღვარი, რომელსაც თავად ექნება შემუსვრილი და მონანული სული და ჩვენი ღატაკი სულისთვის პირდაპირ მისგან გადმოვიღოთ ეს ღრმა, მა... იხილეთ სრულად
ყოველგვარი ზრუნვა ზეცისათვის, თუ სინანულით არ არის განსულიერებული, - მკვდარია, არაჭეშმარიტია.