მოთმინება - ციტატები, გამონათქვამები
მოთმინება - ციტატები, გამონათქვამები მოთმინება, გამონათქვამები, ციტატები
ღმერთი არც ერთი სათნოებით არ ხარობს ისე, როგორც მაშინ, როცა ვინმე რაიმე მწუხარებაში ჩავარდება და ბოლომდე მოთმინებით იტანს მადლიერებით.
სასიკეთო და მაცხოვნებელია ჩვენთვის მწუხარება! ღვთის სამართლიანი სამსჯავროს განჩინებით ვისჯებით ჩვენი ცოდვების გამო, მაგრამ ამასთანავე, ღვთის უსაზღვრო გულმოწყალებით, მწუხარებანი სულიერი უძლურებისა და წყლულების მკურნალად გამოგვადგებ... იხილეთ სრულად
დაე, დიდი იყოს ჩვენი მწუხარება: მაგრამ ჯილდო, რაც მისთვის გვაქვს აღთქმული, შეუდარებლად დიდია. ნუთუ უარს ვიტყვით, დავითმინოთ მცირედი, იმისთვის, რომ უდიდესი მივიღოთ?
დიდია მწუხარება: ამას ვეთანხმები: მაგრამ დიდია ის ჯილდოც, რაც უფალმა განუმზადა მოთმინებით აღსავსე ადამიანებს
თუ მწუხარებებს არ ითმენ, ნუ ელი მომავალ გვირგვინებს, რადგან აქ არ გაგიწევია ის შრომა და ღვაწლი, რაც გვირგვინების მისაღებად არის დადგენილი.