მოთმინება - ციტატები, გამონათქვამები
მოთმინება - ციტატები, გამონათქვამები მოთმინება, გამონათქვამები, ციტატები
485. ძმამ იმავე დიდ ბერს ჰკითხა: შემინდე მამავ და ჩემო მეუფეო, რომ ლაპარაკს ვბედავ. მეჩვენება, რომ ბატონ აბბას ზოგი ძმა სხვაზე მეტად უყვარს, და აზრი არ მასვენებს და ჩამაგონებს, რომ ის კაცთმოთნეა, რამეთუ სხვებმა, რაც უნდა სთხოვონ, აძლევს, მე კი უარს მეუბნება. ერთხელ ფანჯრის გაკეთება ვთხოვე, მაგრამ თხოვნა არ შემისრულა. მეორედ ცოტა კირი ვთხოვე და კვლავ უარი მითხრა, სხვებს კი აძლევს. რატომ იქცევა ასე და რა ვუპასუხო ამ აზრს? იხილეთ სრულად
იმისათვის, რომ მოთმინება მოიხვეჭო მწუხარებასა და განსაცდელში - გწამდეს, რომ ყველაფერი ღვთის ნებით ხდება.
თუკი საფრთხე, უბედურება, მწუხარება შენს სიმამაცეს არყევს და შენს მოთმინებას ფიტავს - გაიხსენე დედა ღვთისა, რომელიც თავისი საყვარელი ძის ჯვრის წინაშე იდგა.
ყველა წმიდანი ცხოვრებას მწუხარებასა და ნაღველში, მოთმინებასა და დევნაში ატარებდა: რა? მარტო შენ გინდა დარჩე ყოველგვარი ტანჯვისა და მწუხარების გარეშე? თუ შენ მარტოს გინდა იყო ღვთის იმ რჩეულთა რიცხვში, არაფრის დათმენა რომ არ გსურს? ... იხილეთ სრულად
მწუხარებ შენი უბედურების გამო? რომ გეფიქრა, სხვები რამდენს ითმენენ, უფრო ხმადაბლა იწუწუნებდი.
ვიდრე უბედურება დაგტყდომია თავს, მანამდე ელოდე მას და ემზადე მისთვის. ხოლო როცა უბედურებამ უკვე გიწია, სასოს ნუ წარიკვეთ, დაითმინე იგი და გადარჩები მოთმინებით აღსავსე სხვა ადამიანებთან ერთად.
მოთმინებაში განისწავლე მანამ, ვიდრე ამის საჭიროება დადგება, რათა საჭიროების შემთხვევაში ყველა იარაღი მზად გქონდეს.
მოუთმენელი ადამიანი ნებისმიერ შემთხვევაში ამრავლებს თავის მწუხარებას და სასოწარკვეთილებასთან ახლოს იმყოფება: მაგრამ ის, ვინც მწუხარებისას მოთმინებით აღიჭურვება, მოუთმენელზე ბევრად ახლოს იმყოფება ბედნიერ ცვლილებასთან და ბოროტებას ი... იხილეთ სრულად
როგორც მწუხარების მოთმინებით, სულგრძელად ატანა ამსუბუქებს მას, ასევე, პირიქით, მოუთმენლობა, სასოწარკვეთილება, მეტისმეტი დარდი მხოლოდ და მხოლოდ ვნებს და აძლიერებს მას.