მოდით, ნუ ჩავქოლავთ ადამიანებს „ქრისტიანულად“. ვინც სხვათა წინაშე ამხილებს მცოდველს, ან ვნებით ლაპარაკობს ვინმეზე, ის საღმრთო კი არა, არამედ სულ სხვა სულით არის აღძრული. ეკლესია სიყვარულის მეშვეობით მოქმედებს, ისე კი არა, როგორც –...
იხილეთ სრულად
მოდით, ნუ ჩავქოლავთ ადამიანებს „ქრისტიანულად“. ვინც სხვათა წინაშე ამხილებს მცოდველს, ან ვნებით ლაპარაკობს ვინმეზე, ის საღმრთო კი არა, არამედ სულ სხვა სულით არის აღძრული. ეკლესია სიყვარულის მეშვეობით მოქმედებს, ისე კი არა, როგორც – სჯულისმდებლები. ეკლესია ყოველივეს მრავლისმოთმინებით უცქერს და ესწრაფის დაეხმაროს ყველა ადამიანს, როგორი ცოდვილიც არ უნდა იყოს იგი.
მიწიერი ეკლესია შეუძლებელია მიწიერი სტრუქტურის გარეშე. ეკლესიიდან ამოვარდნას – ფაქტობრივს, როგორიცაა მისი იგნორირება, ან დეკლარაციულს, როგორიცაა განხეთქილება, ადამიანი მადლის და აქედან გამომდინარე ცხონების საშუალებების დაკარგვასთა...
იხილეთ სრულად
მიწიერი ეკლესია შეუძლებელია მიწიერი სტრუქტურის გარეშე. ეკლესიიდან ამოვარდნას – ფაქტობრივს, როგორიცაა მისი იგნორირება, ან დეკლარაციულს, როგორიცაა განხეთქილება, ადამიანი მადლის და აქედან გამომდინარე ცხონების საშუალებების დაკარგვასთან მიჰყავს. ეკლესიის გარეთ, ღმერთთან ჭეშმარიტი, მადლიანი ურთიერთობა სრულიად შეუძლებელია. ეკლესიის გარეთ შესაძლოა მხოლოდ ინტელექტუალური და ემოციური აღფრთოვანება, სუბიექტური რელიგიური განცდები, მაგრამ არა რეალური მყოფობა ღვ...
მაცხოვარს ორი – ღმრთაებრივი და კაცობრივი ბუნება ჰქონდა, ეკლესიაც ასეა. მისი, ასე ვთქვათ, „ადამიანური“ ბუნება მოყოლილია უამრავი სახის განსაცდელქვეშ, მაგრამ ნუგეშად ღმრთის აღთქმა ეგულება: „აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისან...
იხილეთ სრულად
მაცხოვარს ორი – ღმრთაებრივი და კაცობრივი ბუნება ჰქონდა, ეკლესიაც ასეა. მისი, ასე ვთქვათ, „ადამიანური“ ბუნება მოყოლილია უამრავი სახის განსაცდელქვეშ, მაგრამ ნუგეშად ღმრთის აღთქმა ეგულება: „აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“. (მათე 16, 18). რა იგულისხმება ამ ნათქვამში? – ძლიერი ქარტეხილები დაატყდება ეკლესიას თავს, იქნება კიდეც ათრიონ და გლიჯონ მისი „კაცობრივი“ სხეული, მაგრამ ეკლესიას ვერ მოსპობენ, ვერ გაანადგურებენ. არ შე...
მართლმადიდებელი ეკლესია თავის ცხოვრებას ყოველთვის კრებების მეშვეობით წარმართავდა. ეს მართლმადიდებლური სულია: ეკლესიაში უნდა მოქმედებდეს წმიდა სინოდი, მონასტერში – მამათა კრება. ეკლესიის წარმომადგენლებმა და სინოდმა ერთად უნდა იმსჯე...
იხილეთ სრულად
მართლმადიდებელი ეკლესია თავის ცხოვრებას ყოველთვის კრებების მეშვეობით წარმართავდა. ეს მართლმადიდებლური სულია: ეკლესიაში უნდა მოქმედებდეს წმიდა სინოდი, მონასტერში – მამათა კრება. ეკლესიის წარმომადგენლებმა და სინოდმა ერთად უნდა იმსჯელონ. მონასტრის წინამძღვარმა თუ იღუმენიამ და მონასტრის საბჭომ ერთად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. ეკლესიის წინამძღოლი არის უპირველესი თანასწორთა შორის. პატრიარქი პაპი არ არის, მას მღვდლობის იგივე ხარისხი აქვს, რაც დანარჩენ ...
მართლმადიდებელი ეკლესია ეს არის ღვთის მიერ მოწოდებულ ადამიანთა ერთობა, რომელთა მიზანია დაიცვან უფლის მცნებები და აღასრულონი მისი ნება. ეკლესია კაცობრიობისათვის უდიდესი მადლია. ესაა ღვთის წყალობა, მომნიჭებელი ცოდვათა მიტევებისა და ...
იხილეთ სრულად
მართლმადიდებელი ეკლესია ეს არის ღვთის მიერ მოწოდებულ ადამიანთა ერთობა, რომელთა მიზანია დაიცვან უფლის მცნებები და აღასრულონი მისი ნება. ეკლესია კაცობრიობისათვის უდიდესი მადლია. ესაა ღვთის წყალობა, მომნიჭებელი ცოდვათა მიტევებისა და განწმენდისა, სიკვდილზე გამარჯვებისა და ხსნისა.
მართლმადიდებელ ეკლესიას უბრალოდ ეკლესიას უწოდებენ. იგი არსებითად ისევ ის თემია, ის ეკლესიაა, რომელსაც დასაბამი იერუსალემში, სულიწმიდის გარდამოსვლის დღეს დაედო. მოყოლებული თავისი დაარსების დღიდან დღემდე მას არ განუცდია რაიმე ცვლილე...
იხილეთ სრულად
მართლმადიდებელ ეკლესიას უბრალოდ ეკლესიას უწოდებენ. იგი არსებითად ისევ ის თემია, ის ეკლესიაა, რომელსაც დასაბამი იერუსალემში, სულიწმიდის გარდამოსვლის დღეს დაედო. მოყოლებული თავისი დაარსების დღიდან დღემდე მას არ განუცდია რაიმე ცვლილებები და არ საჭიროებს თავისი უტყუარობის, ჭეშმარიტების მტკიცებას, სრულიად აშკარაა, რომ მასში, მისი სახით დღეს კვლავ განაგრძობს სიცოცხლეს მოციქულთა ეკლესია.
კარგი იქნებოდა ეკლესიაში ყოფილიყვნენ ბრძენი და ნიჭიერი ადამიანები, მაგრამ არა იმიტომ, რომ ეკლესიას ისინი სჭირდება – მას არავინ სჭირდება. ჩვენთვის არის აუცილებელი ეკლესია, რადგან უიმისოდ ვერ გადავრჩებით. თუ რაღაცის ნიჭი გვაქვს, ცხა...
იხილეთ სრულად
კარგი იქნებოდა ეკლესიაში ყოფილიყვნენ ბრძენი და ნიჭიერი ადამიანები, მაგრამ არა იმიტომ, რომ ეკლესიას ისინი სჭირდება – მას არავინ სჭირდება. ჩვენთვის არის აუცილებელი ეკლესია, რადგან უიმისოდ ვერ გადავრჩებით. თუ რაღაცის ნიჭი გვაქვს, ცხადია, რომ ის ღვთის განდიდებას უნდა მოვახმაროთ, მაგრამ ჩვენს წვლილზე გადაჭარბებული წარმოდგენა ნუ გვექნება. ჩვენ „მონანი ვართ უხმარნი“ (ლუკ. 17, 10).
თუ გსურს ეკლესიას დაეხმარო, ეცადე რომ სხვები კი არა, საკუთარი თავი გამოასწორო. თუ საკუთარ თავს გამოასწორებ, ეკლესიის ნაწილი მაშინათვე გამოსწორდება. აშკარაა, რომ თუ ყველა ამგვარად მოიქცევა, ეკლესიაში სრული წესრიგი დამყარდება. მაგრა...
იხილეთ სრულად
თუ გსურს ეკლესიას დაეხმარო, ეცადე რომ სხვები კი არა, საკუთარი თავი გამოასწორო. თუ საკუთარ თავს გამოასწორებ, ეკლესიის ნაწილი მაშინათვე გამოსწორდება. აშკარაა, რომ თუ ყველა ამგვარად მოიქცევა, ეკლესიაში სრული წესრიგი დამყარდება. მაგრამ დღეს ადამიანები საკუთარი თავის გარდა, ნებისმიერი რამით არიან დაკავებულნი, იმიტომ, რომ ეს გაცილებით ადვილია, საკუთარი თავის მიხედვას კი შრომა სჭირდება.
თუ ავად გახდი, ეკლესია შენთვის ილოცებს, ზეთს აკურთხებს, იესო ქრისტეს სახელით გცხებს და სნეულებათა კურნებასა და ცოდვათა შენდობას მოგანიჭებს. როდესაც ამ სოფლიდან წახვალ, ეკლესია მიგიძღვის ლოცვითა და მსხვერპლის შეწირვითა და შენს სულს...
იხილეთ სრულად
თუ ავად გახდი, ეკლესია შენთვის ილოცებს, ზეთს აკურთხებს, იესო ქრისტეს სახელით გცხებს და სნეულებათა კურნებასა და ცოდვათა შენდობას მოგანიჭებს. როდესაც ამ სოფლიდან წახვალ, ეკლესია მიგიძღვის ლოცვითა და მსხვერპლის შეწირვითა და შენს სულს უფალს ავედრებს. და ბოლოს, როცა ყველა შენ მახლობელს დაავიწყდები, ეკლესია მაშინაც არ დაგივიწყებს, რადგან იგი გარდაცვლილთ ყველა წირვა–ლოცვის დროს იხსენიებს და მათ სულებს ღმერთს ავედრებს. ერთი სიტყვით, დაბადებიდან სიკვდილამ...