რწმენა - ციტატები, გამონათქვამები
რწმენა - ციტატები, გამონათქვამები რწმენა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
სიტყვით გამოთქმული რწმენა კი არ გვაცხოვნებს, არამედ - რწმენასთან შერწყმული საქმეები (იაკ. 1,22; გალ. 5,6).
უგუნურებაა დაეჭვდე იმ სწავლების ჭეშმარიტებაში, რომელიც ღვთისგან არის განცხადებული, ურიცხვი მოწამის სისხლით დაბეჭდილი, სასწაულებით დამტკიცებული და თვით ბოროტი სულების მიერ აღიარებული: მაგრამ უმეტესი უგუნურება ისაა, რომ გწამდეს ამ ს... იხილეთ სრულად
რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია. ის - აზრების რწმენაა და არა - გულისა, არა - სიცოცხლისა.
შინაგანი რწმენა მკვდარია გარეგნული საქმეების გარეშე არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქმეთა გარეშე შეუძლებელია მისი ცხოვრების შესახებ მსჯელობა, არამედ იმიტომაც, რომ საქმეთა გარეშე შეუძლებელია თავად მისი არსებობა, ისევე, როგორც შეუძლებელია ... იხილეთ სრულად
როგორც ცეცხლის თვისებაა თბობა, წყლის - მორწყვა, ნათლის - ნათება: ასევე ცხოველ რწმენას ახასიათებს გამოვლენა კეთილ საქმეებში.
რწმენა იმისათვის, რომ მაცხოვნებელი იყოს, რწმენისამებრ ცხოვრებას მოითხოვს, ვინაიდან რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია (იაკ. 2, 26). და შესაბამისად, მას არ ძალუძს, ადამიანი მარადიულ ცხოვრებამდე მიიყვანოს.