მოწყალება, ქველმოქმედება - ციტატები, გამონათქვამები
მოწყალება, ქველმოქმედება - ციტატები, გამონათქვამები მოწყალება, ქველმოქმედება, გამონათქვამები
ვინც რამდენსამე გაჭირვებულს გაუწოდა დახმარების ხელი, შეეძლო კი დახმარებოდა სხვებსაც, დაეპურებინა და დაერწყულებინა მრავალნი, იგი ქრისტეს მიერ გასამართლდება ვითარცა კაცი, რომელმაც ქრისტეს არ მიაწოდა წყალი. რამეთუ ქრისტეა ჩასახლებული... იხილეთ სრულად
კონკრეტული აზრით მხოლოდ ქველმოქმედ და წმიდა ადამიანებს შეიძლება, ეწოდოთ ბრძენნი. ის კი არ არის ბრძენი, ვინც ბევრი იცის, არამედ ის, ვინც კეთილგონიერებით ცხონდა.
უმოწყალო სული სიბრძნეს განშორდება, ხოლო მოწყალე სული სულიწმიდის მიერ მიიღებს სიბრძნეს.
ნუ დაკმაყოფილდები აზრით, გრძნობით, სიტყვით იქ, სადაც შესაძლებელი და საჭიროც კია საქმე. კარგია, თუ ქვის გული არ გაქვს, მაგრამ ცუდია, თუ გაქვს მშრალი და მომჭირნე ხელი, რომელიც გლახაკს არ განიკითხავს.
ღმრთის სასუფეველში ყოველთა უდიდესი და უპირველესი ის იქნება, რომელიც ამქვეყნად ყოველთა უმეტეს სამსახურსა და სარგებელს მოუტანს თავის მოყვასს, და არა ის, რომელსაც ყოველი კაცი ემონება და ემსახურება
რასაც ღარიბ-ღატაკი ღებულობს, მას თავად ქრისტე ღებულობს - ამ ღატაკის სახით (მთ. 25, 40).
ცვლილებას, რომელსაც სული გულითად სიხარულთან ერთად განიცდის მოყვასისთვის ჩადენილი სულ მცირე სიკეთის შედეგად, ვერ გამოიწვევს უდიდესი კარდიოლოგიც, თუნდაც დოლარების ტომარა მისცე მას.
არსებობს მოწყალების მრავალი სახე, რომელთა საშუალებითაც შეგვიძლია ღვთისაგან საკუთარი ცოდვების მიტევება მივიღოთ, მაგრამ მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია მტრებისათვის მიტევება.