ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები
ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები ღმერთი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
როდესაც ადამიანებისაგან რაიმე უპატიობას შეხვდები, იფიქრე, რომ ღმერთმა იგი შენი დიდებისათვის გამოგიგზავნა.
წყენების სანაცვლოდ, რომელიც უსამართლოდ დავითმინეთ, ვისგანაც არ უნდა ყოფილიყო იგი, ღმერთი ან ცოდვათა მიტევებას გვაძლევს, ანდა გვასაჩუქრებს.
იმდენად ბოროტი ადამიანებისა კი არ უნდა გეშინოდეს, რამდენადაც საკუთარი ბოროტი ბუნებისა, რამეთუ ისინი გაიძულებენ, ღმერთს მიმართო, და თვითონაც ვერ ხვდებიან, როგორ გაახლოებენ ღმერთთან; ჩვენი ბოროტი ბუნება კი ღმერთს განგვაშორებს და მის... იხილეთ სრულად
არცერთი ადამიანის მიმართ მტრობა არ გქონდეს; სხვაგვარად შენი ლოცვა ღვთისთვის უამური იქნება.
უფალი უფრო ადვილად მოგვიტევებს თვით მის მიმართ ჩადენილ ცოდვებს, ვიდრე - მოყვასის მიმართ (მათე 18, 23-35);