წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
წყლის სმისას ნუ დაივიწყებ უქრობი ცეცხლით გამოწვეულ წყურვილს და ყოველივე ამით შესძლებ, რომ საკუთარი ბუნება დაიმორჩილო.
როდესაც სარეცელზე მოსასვენებლად წვები, შენი საფლავად დადება გაიხსენე და ნაკლებს იძინებ. როცა სატრაპეზოდ ჯდები, საკუთარი თავი მატლების საბრალო ტრაპეზად წარმოიდგინე და ნაკლებად დატკბები.
ჩვენ, მეგობრებო, საქორწილო ზეიმზე კი არა ვართ წვეულნი, არამედ ყველა, ვინც აქ არის მოხმობილი, მოწოდებულია, რომ საკუთარ თავს გლოვობდეს. ეშმაკს ისე ეშინია გლოვის, როგორც ქურდს - ძაღლის.
ვინც ხან გლოვობს ხან ტკბება და სამხიარულო ამბებს ჰყვება, ის იმ კაცს ჰგავს, ვინც სიძვის ძაღლებს ქვის ნაცვლად პურს ესვრის; თითქოს ამით განდევნის, სინამდვილეში კი თავისკენ იზიდავს მათ.
ნუ მიბაძავთ მკვდართა დამმარხველებს, რომლებიც ხან დასტირიან მათ, ხან კი მათთვის სვამენ და თვრებიან, არამედ ემსგავსე დილეგის ტუსაღს, ყოველდღიურად გვემას რომ იტანს მტარვალთაგან.
ვინც სულიერი ცრემლი მოიპოვა, მას ყველა ადგილი გლოვისთვის შესაფერისად გამოუჩნდება, ხოლო, თუ ვინმესთვის ეს მხოლოდ გარეგნული საქმეა, მას ყოველთვის ურჩევნია, რომ შესაფერისი ადგილი და მდგომარეობა შეარჩიოს.
ლოცვაზე ძრწოლით იდექი, როგორც მსჯავრდებული ავაზაკი დგას სამსჯავროს წინაშე, რათა შენი შინაგანი თუ გარეგნული შესახედაობით მართალი მსაჯულის რისხვა დააცრო: რადგან მას არ ძალუძს უგულებელყოს დაქვრივებული სული, რომელიც მწუხარედ დგას მის ... იხილეთ სრულად
გამუდმებით ჯოჯოხეთის ბნელი, ცეცხლოვანი უფსკრულის სახება უნდა გვედგას თვალწინ, უწყალო მსახურნი, შეუსმენელი და უმოწყალო მსაჯული, ქვესკნელის ალთა უსასრულო სიღრმე და მიწისქვეშეთის ვიწრო სავალი, უფსკრულის საშინელებანი და სხვა ამის მსგა... იხილეთ სრულად