მორჩილება - ციტატები, გამონათქვამები
მორჩილება - ციტატები, გამონათქვამები მორჩილება, გამონათქვამები, ციტატები
მორჩილების ტვირთი მიჩნეულია სხვა სათნოებათა შედეგად, ისევე, როგორც უფლის ვნებათა ჯვარი. და როგორც ავაზაკი შევიდა სამოთხეში ჯვრით, ასევე ჩვენც მორჩილებით, როგორც ჯვრით, შევდივართ სასუფეველში
მამისადმი მორჩილება მხოლოდ სრულიად წმიდა სინდისის მქონემ მოიპოვა. მას სიკვდილისა უკვე აღარ ეშინია, არამედ ყოველდღიურად ელის მას, როგორც ძილს, უკეთ რომ ვთქვათ - როგორც სიცოცხლეს, რადგან დანამდვილებით იცის, რომ მისი სულის განსვლისას... იხილეთ სრულად
ვინც სიტყვით არ მორჩილებს, უეჭველია იგი ვერც საქმეში დამორჩილდება. რადგან სიტყვით მერყევია, ის საქმეშიც მოურჯულებელია. ასეთები ამაოდ ირჯებიან, ისინი თვით წმიდა მორჩილებიდანაც კი სასჯელის მეტს ვერაფერს მიიღებენ.
ეშმაკი ზოგჯერ ცდილობს, რომ მორჩილებაში მყოფი ხორციელი უწმინდურობით შებილწოს, გული გაუქვავოს მას, ან მომეტებული შფოთი შთაუნერგოს. ზოგჯერ ცრემლი გაუშროს და სრულიად უნაყოფო ჰყოს. ლოცვის დროს სიზარმაცეს, ძილს და სიბნელეს მოუვლენს, რათ... იხილეთ სრულად
შვილო ჩემო, სულის ნეტარი სიმშვიდის მოსაპოვებლად მრავალი წლის შრომა აღარ დაგჭირდება, თუ იმთავითვე მთელი სულით უპატიობის დათმენას შეუდგები.
შენი წყლულები აჩვენე მკურნალს და ნუ შეგრცხვება უთხრა მას: - მამაო, ეს არის ჩემი წყლულები, ესაა ჩემი ჭრილობები, ისინი ვინმე სხვამ კი არ შემამთხვია, არამედ საკუთარი სიზარმაცით დამემართა. არავინ არაა დამნაშავე, არც ადამიანი და არც ბო... იხილეთ სრულად
ვინც ზოგჯერ უჯერებს სულიერ მამას და ზოგჯერ - არა, იგი იმ ადამიანს ემსგავსება, ვინც მტკივან თვალზე ზოგჯერ სამკურნალო სალბუნს იფენს, ზოგჯერ კი - კირს. რადგან წერილი ამბობს: უკეთუ ერთი აშენებს და მეორე არღვევს, რას მოიგებს გარდა დაღლ... იხილეთ სრულად
ვნახე მორჩილები, რომელთა გულიც ლმობიერებით იყო აღსავსე: მოკრძალებულნი, თავშეკავებულნი, გულმოდგინენი, რომელთაც ყოველგვარი ბრძოლა და ვნება დასძლიეს და ღვაწლის მოშურნენი გახდნენ, მათ ეს მდგომარეობა სულიერი მამის მფარველობით მოიპოვეს.... იხილეთ სრულად
კარგად იცოდე, ვინც ერთს არ ემორჩილება, ის არც მრავალს დაემორჩილება და საბოლოოდ დაუმორჩილებელი რჩება
მორჩილებაა გახდე მონა, რათა იყო თავისუფალი. მცირე სასყიდლით იყიდე საკუთარი თავისუფლება. გახდი უზრუნველი და მხიარული